რატომ არის აუცილებელი ვიტამინები ჩვენი ორგანიზმისთვის ?

ვიტამინები ისეთი ნივთიერებებია, რომელიც საჭიროა ადამიანის ორგანიზმისთვის, მათ გარეშე შეუძლებელია სიცოცხლის შენარჩუნება. აუცილებლად უნდა მიიღოთ მაღალი ხარისხის პროდუქტი გაჯერებული ვიტამინებით ან საკვებ დანამატების სახით.

რომელია აუცილებელი ვიტამინები და რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ ?

ვიტამინი A ცნობილია, როგორც ძლიერი  ანტიოქსიდანტი. ანტიოქსიდანტები ეხმარებიან ორგანიზმს თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლაში და ამით ონკოდაავადებებისგან გვიცავენ. ადამიანის ორგანიზმში A ვიტამინი გარდაიქმნება ორგანოების ჯანმრთელობისთვის აუცილებელ ბეტა-კაროტინად. ბუნებრივი სახით ის გვხვდება ფოთლოვან ბოსტნეულში და სტაფილოში.

მიირთვით პროდუქტები, რომელიც შეიცავს ამ  ვიტამინს, მაგალითად:სტაფილო, რძე, ხაჭო, თევზი, ყვითელი ხილი, კარაქი, თევზის ქონი, პომიდორი, ბულგარული წიწაკა, წითელი წიწაკა, გოგრა.
A ვიტამინი უკეთესად მუშაობს B კომპლექსთან, D ვიტამინთან, E ვიტამინთან, კალცთან, ფოსფორთან და ტყვიასთან შეთავსებით;

ვიტამინინი A მნიშვნელოვანია:

  • მხედველობისთვის,
  • მონაწილეობს ძვლების ზრდასა და გამაგრებაში,
  • ზრდის სასუნთქი გზების წინააღმდეგობის უნარს ინფექციების და ვირუსების მიმართ,
  • გარე გამოყენების დროს გამონაყარის, ფურუნკულების, კარბუნკულების მკურნალობას შველის.
  • მკურნალობს ემფიზემას და ჰიპერთირეოზს,
  • ხელს უწყობს კანის, თმების, კბილების და ღრძილების ჯანმრთელობას.

B ვიტამინები  წყალში ხსნად ვიტამინთა ჯგუფი, რომლებიც დიდ როლს თამაშობენ უჯრედთა მეტაბოლიზმის პროცესში.

ვიტამინი B1

  • აუმჯობესებს გონებრივ მონაცემებს
  • ახდენს ნერვული სისტემის და გულის ნორმალიზებას

ხელს უწყობს ნახშირწყლების, ცხიმების და ცილების ენერგიად გარდაქმნას,

მას შეიცავენ: ღვიძლი, ღორის ხორცი, მარცვლეული, კაკალი, ხორბალი, არაქისი, ბოსტნეული და სხვა.

ვიტამინი B2 მონაწილეობს ყველა ნივთიერებათა ცვლის პროცესში.მნიშვნელოვანი როლი აქვს მხედველობითი ფუნქციების კანის ნორმალური მდგომარეობის და ჰემოგლობინის სინთეზის უზრუნველყოფაში.

  • იცავს კანს, თმებს, ფრჩხილებს,
  • სხვა ნივთიერებებთან ერთად მონაწილეობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების ცვლაში.
  • წყალში ხსნადია, ადვილად შეიწოვება.
  • მისი საჭიროება იზრდება სტრესულ სიტუაციებში.
  • თუ ადამიანი ხანგრძლივად იცავს დიეტას, დიდია ამ ვიტამინის დეფიციტის შექმნის ალბათობა.

ვიტამინი B2-ს შეიცავს: ხორცი, რძის პროდუქტები, კვერცხი, ბოსტნეული, პური, მარცვლეული, კაკალი და სხვა.

ვიტამინ B6 მონაწილეობს ნახშირბადის ცვლის პროცესში, ჰემოგლობინის სინთეზში, ნერვული სისტემის აქტივობის რეგულაციაში ერითროციტების რეგენერაციაში და ანტი სხეულების წარმოქმნაში.  

  • ხელს უწყობს ცილისა და ცხიმის ათვისებას,
  • ეხმარება სხვადასხვა ნერვული და კანის დაავადებების თავიდან არიდებას,
  • მოქმედებს,როგორც ბუნებრივი შარდმდენი საშუალება.
  • ამსუბუქებს გულის რევის შეგრძნებას,

ვიტამინ B6-ს შეიცავს: თევზი, კომბოსტო, კვერცხი, ძროხის ხორცი.

ვიტამინი B12  მონაწილეობს ერითროციტების წარმოქმნას, ნერვული სისტემის ზრდასა და ფუნქციონირებაში.

  • არიდებს ანემიის განვითარებას,
  • ზრდის ენერგიას,
  • ხსნის გაღიზიანებადობას,
  • აუმჯობესებს მადას,
  • ერთადერთი ვიტამინი, რომელიც შეიცავს შეუცვლელ მინერალურ ელემენტებს და ეფექტურია მცირე დოზებში,

ეს ვიტამინი შეიძლება შეგხვდეთ პროდუქტებში: რძე, კვერცხი, თევზი, ყველი, თირეკმელები, ღორის ხორცი, ძროხის ხორცი.

ვიტამინი B13გამოიყენება ღვიძლის პრობლემების წინააღმდეგ და შეიძლება მიირთვათ შრატი.

ვიტამინი B17-ს შეიცავს: ვაშლის, ატმის, ალუბლის, ქლიავის კურკები. აფერხებს სიმსივნური დაავადებების წარმოქმნას.

ვიტამინი C ხელს უწყობს ორგანიზმის ზრდას და ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

იგი იღებს მონაწილეობას ორგანიზმის მრავალ ფუნქციაში: ნახშირწყლების ცილებისა და ცხიმების შეთვისებაში. ჭრილობების შეხორცებაში, სისხლძარღვების კედლის გამაგრებაში.

  • ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს,
  • დაგეხმარებათ ვირუსების და ინფექციების თავიდან არიდებაში,
  • ამცირებს ტრომბის წარმოქმნის შანსს,
  • ხელს უწყობს კოლაგენის ჩამოყალილბებას

ვიტამინ C-ს შეიცავს: კივი, ასკილი,შავი მოცხარი, ციტრუსები, პომიდორი, კარტოფილი.

ვიტამინი D  ორგანიზმს ხელს უწყობს კალცის და ფოსფორის მომარაგებაში, რკინის, მაგნიუმის, ფოფატისა და თუთიის შეწოვაში.

  • გამოიყენება რაქიტის სამკურნალოდ,
  • გაციების დროს შეგიძლიათ მიიღოთ A და C ვიტამინთან ერთად,
  • კარგია ძლების გამაგრებისთვის,
  • ეს არის ვიტამინი, რომელიც შეგიძლიათ ასევე მიიღოთ მზის სხივებისგან

ვიტამინ D-ს შეიცავს :ზღვის თევზი, ზღვის კომბოსტო, რძის პროდუქტები, ქაშაყი, ორაგული, ხილი, ასევე მას იღებენ მზის ულტრაიისფერი სხივებისგან.

ვიტამინი E წარმოადგენს ანტიოქსიდანტურ საშუალებას . მას აქვს უნარი დაიცვას სხვადასხვა ნივთიერებები ზეჟანგვითი ცვლიებებისგან , თრგუნავს ცილების , ნუკლეინის მჟავების და სტეროიდების ცვლას.

  • აფართოებს სისხლძარღვებს,
  • იცავს ფილტვებს ჰაერის დაბინძურებისგან,
  • ვიტამინი E და A ეფექტურია ერთად მიღების დროს,
  • იშლება ჟანგბადისგან, ყინვისგან და საკვების დამუშავებისგან,
  • სისხლის ტრომბების გაჩენას აფერხებს,
  • იცავს ნაყოფს მუცლის მოწყვეტისგან,

ეს ვიტამინი შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკვები პროდუქტებბისგან: მწვანე ბოსტნეული, კვერცხი,თევზი, რძე, ისპანახი, შოკოლადი და სხვა.

ვიტამინი F  ცხიმში ხსნადი, რომელიც საკვებიდან მიიღება.

  • აქტიურად უწყობს ხელს წონის დაკლებას, წვავს ნაჯერ ცხიმებს,
  • გამოიყენება კანის და თმის ჯანმრთელობისთვის,
  • უკეთესად რომ აითვისოთ ეს ვიტამინი, კარგი იქნება თუ მიიღებთ მას E ვიტამინთან ერთად.

F ვიტამინის ძირითადი წყაროა ზეითუნის, სელის,თევზის ქონი, ზოგიერთი მცენარის თესლი, ხმელი ხილი, მიწის თხილი, სოია, ნუში, ავოკადო. F ვიტამინი აძლიერებს A, B, D, E ვიტამინების მოქმედებას.

ვიტამინი P

  • კურნავს ღრძილების სისხლდენას,
  • აძლიერებს კაპილარების კედლებს,
  • აუმჯობესებს სისხლის შედედებას,

ამ ვიტამინს შეიცავს შემდეგი სახის პროდუქტები: ციტრუსები,გარგარი, წიწიბურა, ბალი, მაყვალი, ასკილი.

ვიტამინი T გვხვდება  კვერცხის გულში და ის წარმოქმნის სისხლში ტრომბოციტებს.

ვიტამინი K

  • ვიტამინი K ითვლება სისხლდენის საწინაარმდეგო ვიტამინად, ეს ვიტამინი ცხიმში ხსნადია, ორგანიზმმა რომ კარგად გადაამუშაოს საჭიროა კუჭში ცოტა ცხიმის არსებობა.