სასარგებლო ცხიმები და მათი გავლენა ორგანიზმზე

ცხიმი - ძალიან მნიშვნელოვანი სახის მაკრო-ელემენტი, რომელიც ნახშირწყლების მსგავსად დიდ როლს თამაშობს ორგანიზმის გამართულ ფუნქციონირებაში. 

მის აუცილებლობას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ არსებობს 4 სახის ცხიმში ხსნადი ვიტამინი (A,D,K,E) ეს ნიშნავს, რომ ისინი ჯერ ცხიმოვან მოლეკულებს უკავშირდებიან და შემდგომ ცხიმის მეშვეობით ხდება მათი სინთეზირება ორგანიზმში.

ცხიმი ენერგიის ხანგრძლივად შენახვის ერთი-ერთი კარგი საშუალებაც არის. 1 გრამ ცხიმში ორჯერ უფრო მეტი ენერგია ინახება, ვიდრე ნახშირწყალში, რაცსაშუალებას აძლევს ორგანიზმს, რომ რეგულარულად ჰქონდეს ენერგიის რესურსი.

ცხიმი მონაწილეობას იღებს პროსტაგლანდინის სინთეზშიც (გლუვი კუნთების შეკუმშვა და მოდუნება, სისხლძარღვების გაფართოება და შევიწროება, არტერიული წნევის კონტროლი) . ეს გახლავთ ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ჯგუფი, რომელსაც გააჩნია მრავალფეროვანი ჰორმონალური მოქმედება, მაგალითად: ჯანსაღი კანისა და თმის ფორმირება, ჭრილობის შეხორცების დაჩქარება, მეტაბოლიზმის გაუმჯობესება და ასე შემდეგ.

სხვა ყველა ბიოლოგიური მოლეკულის მსგავსად, ცხიმები, განსაზღვრული რაოდენობით, აუცილებელია ადამიანის სხეულის გამართული ფუნქციონირებისთვის. ისინი არსებითი ცხიმოვანი მჟავების წყაროს წარმოადგენენ, რომლებიც ფუნდამენტურ როლს ასრულებს უჯრედული მემბრანის მუშაობასა და მთლიანობის შენარჩუნებაში. 

დღევანდელ ბლოგში, განვიხილავთ სხვადასხვა ტიპის ცხიმს, საკვები დანამატის სახით.

 

OMEGA 3 - ჯანსაღი ცხიმების წყარო, რომელიც დაკომპლექტებულია ნახევრად არანაჯერი ცხიმოვანი მჟავებით. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ OMEGA 3-ის სინთეზირება ორგანიზმს არ შეუძლია დამოუკიდებლად და აუცილებელია მივიღოთ საკვები დანამატის სახით, რადგან მისი დეფიციტი ადამიანის სხეულში, იწვევს მრავალ ბიოქიმიურ და ფიზიოლოგიურ დარღვევებს.

OMEGA 3-ის ცხიმოვანი მჟავები დიდ გავლენას ახდენს სისხლის ბიოლოგიურ თვისებებზე, მისი მეშვეობით ხდება სისხლის საჭირო დონეზე გათხელება, სიბლანტის შემცირება, რის შედეგადაც სისხლი უკეთესად მოძრაობს და ცირკულირებს ორგანიზმში. როდესაც სისხლის მიმოქცევის სისტემა გამართულია, მცირდება არტერიული წნევა და იკლებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი.

OMEGA 3-ი ხელს უწყობს გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებას ტვინის უმეტესი ნაწილი შედგება ცხიმოვანი მჟავა DHA-სგან, რომელიც OMEGA 3-ის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ვინც  რეგულარულად მოიხმარს OMEGA 3-ს საკვები დანამატის სახით, გაცილებით უკეთესი კონცეტრაცია და მეხსიერება აქვთ.

MCT OIL - საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდი, რომელიც შეიცავს კაპრილის და კაპრიუმის მჟავას. მათი მეტაბოლიზირება ხდება ღვიძლში,რის შემდგომაც, გარდაიქმნება ენერგიად. MCT OIL ბევრად სწრაფად ხვდება სისხლში, ვიდრე ნებისმიერ სხვა ცხიმოვანი მჟავა.

MCT OIL-ს ახასიათებს კიდევ ერთი უნიკალური რამ: მიუხედავად იმისა, რომ MCT-ი შეიძლება გადაიქცეს სხეულის ცხიმად, მას შეუძლია თავისუფლად, ლ-კარნიტინის დახმარების გარეშე, გაიაროს გზა უჯრედების მიტოქონდრიებამდე და გარდაიქმნას ენერგიად . ამიტომაც MCT OIL-ი ითვლება  პოტენციურად ენერგიის ყველაზე სწრაფ წყაროდ. 

ვისთვის არის რეკომენდებული MCT OIL-ის გამოყენება?

პირველ რიგში, მისი მიღება რეკომენდებულია სპორტსმენებისთვის და ფიზიკურად აქტიური ადამიანებისთვის. იმის ხარჯზე, რომ მას აქვს მაღალი ბიო შეღწევადობა, MCT OIL ზოგავს კუნთის გლიკოგენს და ვარჯიში ბევრად უფრო პროდუქტიული ხდება. 

MCT OIL-ის გამოყენება შესაძლებელია იმ ადამიანებისთვისაც, ვისთვისაც პრიორიტეტულია წონის კლება. რადგანაც, იგი კატეგორიით მიეკუთვნება ცხიმის ოჯახს, მისი მიღება შესაძლებელია კეტოგენური დიეტების დროსაც. 

Cod Liver Oil - სიტყვა-სიტყვით ითქმის, როგორც ვირთევზას ღვიძლის ზეთი. განსხვავებით სხვა თევზის ცხიმებისგან, Cod Liver Oil  ბუნებრივად გამდიდრებულია A და D ვიტამინებით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ამ პროდუქტის ბიოლოგიურ ღირებულებას.

A ვიტამინი აუმჯობესებს თვალის მხედველობას, კონკრეტულად კი, მისი მეშვეობით უკეთ ხდება შუქის გაფილტრვა და აღქმა სიბნელეში.

ვიტამინი A ასევე ასტიმულირებს სისხლის თეთრი უჯრედების გამომუშავებას და აქტივობას, მონაწილეობს ძვლის რემოდელირებაში, ხელს უწყობს ჯანსაღი ენდოთელური უჯრედების შენარჩუნებას და არეგულირებს უჯრედების ზრდას და გაყოფას, რაც საჭიროა რეპროდუქციისთვის.

 D ვიტამინი ხელს უწყობს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის რაოდენობის რეგულირებას.

ჩამოთვლილი ნუტრიენტები საჭიროა ძვლების, კბილების და კუნთების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

D ვიტამინის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ძვლის დეფორმაცია, როგორიცაა რაქიტი, ძვლის ტკივილი, იმუნიტეტის დაქვეითება და ასე შემდეგ.

 

CLA - იგივე ლინოლის მჟავა, რომელიც მიეკუთვნება აუცილებელი ცხიმოვანი მჟავების ოჯახს.

ბოლოდროინდელი კვლევებით CLA - ს აქვს უნარი დააჩქაროს ნივთიერებათა ცვლის ეფექტი, რაც იწვევს უშუალოდ კანქვეშა ცხიმის წვას. შედეგად, სხეულში ცხიმის მასა მცირდება.

კიდევ ერთი ცხიმოვანი მჟავა, რომელიც ცნობილია არახიდონის მჟავის სახელწოდებით, გამომუშავდება ორგანიზმში ლინოლის მჟავისგან. არსებობს მოსაზრება, რომ არახიდონის მჟავა აუცილებელია, როდესაც ლინოლის მჟავის დეფიციტი არსებობს. არახიდონის მჟავა არის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავა. 

CLA-ის მიღება საკვები დანამატის სახით, აუცილებელი და  სასარგებლოა, რათა ორგანიზმმა აწარმოოს არახიდონის მჟავა, რომელიც  წარმოადგენს უჯრედულ მემბრანებში არსებულ მნიშვნელოვან სტრუქტურულ ცხიმოვან მჟავას.

კვლევების თანახმად, ადამიანები რომლებიც CLA-ის იღებენ საკვები დანამატის სახით, გაცილებით ჯანსაღ მდგომარეობაში აქვთ გული-სისხლძარღვთა სისტემა, რადგან CLA ორგანიზმში ებრძვის მავნე ქოლესტერინებს.