კურკუმა, ოქროს სანელებელი

კურკუმა, ოქროს სანელებელი

კურკუმა, ცნობილი სანელებელია, რომელიც მიეკუთვნება ჯანჯაფილის ოჯახს. მას უწოდებენ  პლანეტის ყველაზე ძლიერ მცენარესაც. არსებობს ათასობით კვლევა, რომელიც ადასტურებს კურკუმას სარგებელს, განსაკუთრებით სასარგებლოა მისი ნაერთი, რომელსაც ეწოდება კურკუმინი.

კურკუმინი არის ის, რაც კურკუმას „ფუნქციურ საკვებად“ აქცევს, რომელიც გამოყენებისას დადებითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

კურკუმას სანელებელს დაახლოებით 5000 წლიანი გამოყენების ისტორია აქვს. იგი მუშავდება შემდეგნაირად: ახმობენ მცენარის ფესვს, შემდგომ კი ფქვავენ. მიღებული მასა არის ყვითელი ფერის, რის გამოც მას მეტსახელად "ოქროს სანელებელი" უწოდეს.

კურკუმაში აღმოჩენილია რამდენიმე ქიმიური ნაერთი, რომლებიც ცნობილია როგორც კურკუმინოიდები. ისინი მიეკუთვნება პოლიფენოლების ტიპებ. ამიტომაც არის რომ, კურკუმინი ცნობილია ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და კიბოს საწინააღმდეგო თვისებებით.

ახლა კი დეტალურად განვიხილოთ კურკუმას სარგებელი.

სისხლის ჯანმრთელობა

ლაბორატორიული კვლევების შედეგად დამტკიცდა რომ, კურკუმას გამოყენება ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციის შემთხვევებს და პოტენციურად ამცირებს სისხლის შედედების წარმოქმნის რისკს.

ამიტომ კურკუმინი ითვლება მკურნალობის ერთ ერთ სასურველ მეთოდად თრომბოზის დროს.

ამცირებს დეპრესიის სიმპტომებ

კურკუმა დეპრესიის სიმპტომებთან საბრძოლვევლად საკმაოდ კარგი საშუალებაა. ტვინისგან მიღებული ნეიროტროფიული ფაქტორის მეშვეობით, კურკუმა გავლენას ახდენს ნეიროტრანსმიტერების ფუნქციაზე.

ჟურნალმა Phytotherapy Research 2014 წელს გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელშიც მონაწილეობდა 60 მოხალისე. მათ ჰქონდათ მწვავე დეპრესიული აშლილობა. მონაწილეების ნახევარი მკურნალობდ კურკუმინით და ნაწილი ფლუოქსეტინით(წამალი). კურკუმინი ისეთივე ეფექტური აღმოჩნდა, როგორც ფლუოქსეტინი.

კანის ჯანმრთელობა

ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებების გამო, კურკუმა ხელს უწყობს კანის ჯანმრთელობას. კერძოდ, მას შეუძლია გააუმჯობესოს კანის ბზინვარება, დააჩქაროს ჭრილობების შეხორცება, დაამშვიდოს ფორები, რაც ამცირებს აკნეს განვითარებას.

ერთ ერთი კვლევის შედეგად რომელშიც 814 ადამიანი იღებდა მონაწილეობას დამტკიცდა, რომ კურკუმა 97% ასუფთავებს კანს. ამ შედეგისთვის კურკუმა უნდა გამოიყენოთ დაახლოებით 15 დღის განმავლობაში.

კიბოს მკურნალობა

კურკუმაში მთავარი აქტიური ინგრედიენტია დიფერულოილ მეთანი. ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ნივთიერებას აქვს კიბოს საწინააღმდეგო ეფექტი სიმსივნურ უჯრედებზე. როგორც ჩანს, მას შეუძლია მოკლას კიბოს უჯრედები და თავიდან აიცილოს მისი ზრდა. კურკუმა განსაკუთრებით ეფექტურია ძუძუს, ნაწლავი, კუჭი და კანის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში.

ქოლესტერინის რეგულირება

კურკუმინის გამოყენება სასარგებლოა იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც აწუხებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. იგი აუმჯობესებს ლიპიდების დონეს რაც ხელს უწყობს ქოლესტერინის რეგულირებას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კურკუმინი ამ კუთხითაც ითვლება კარგად შესწავლილ და ტოლერანტულ საკვებ დანამატად.

კურკუმინის მოხმარება ეხმარება ღვიძლს ორგანიზმის ეფექტურ დეტოქსიკაციაში და საშიში კანცეროგენების წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგალითად, მას შეუძლია დაიცვას სხეული იმ მავნე ტოქსინების ზემოქმედებისაგან, რომლებიც ცნობილია ქსენობიოტიკების სახელით.

ეს პროცესი შესაძლებელია კურკუმას ანტიოქსიდანტურ და ანთების საწინააღმდეგო ეფექტებიდან გამომდინარე, რომლებიც მხარს უჭერ ღვიძლისა და იმუნური სისტემის სხვადასხვა ფუნქციებს.

ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი

სამეცნიერო საზოგადოებაში კურკუმინის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ მიღებული თვისება არის ტკივილის მართვა. ქვემოთ ჩამოთვლილია სხვადასხვა სიტუაციები რა დროსაც კურკუმინი  ითვლება ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად:

ჭრილობის შეხორცება

დამწვრობა

ანთებით გამოწვეული ართრიტული ტკივილი

პირის ღრუს ტკივილი

საჯდომის ნერვის ტკივილი

კუნთების აღდგენა

ანტიოქსიდანტური შესაძლებლობების გამო, კურკუმინ ამცირებს რძემჟავის გამოყოფას, რაც იწვევს ტკივილს კუნთის უჯრედებში და აფერხებს მის აღდგენას.

ამ კუთხით, კურკუმინი გაცილებით ეფექტურია პიპერინთან ერთად კომბინაციაში.(შავი პილპილის ესქსტრაქტი) მკვლევარებმა უფრო დეტალურად დაასკვნეს, რომ „კურკუმინისა და პიპერინის დამატება ვარჯიშამდე ხელს უშლის კუნთების დაზიანებას.

კურკუმინი განსაკუთრებით ეხმარება იმ სპორტსმენებს, რომლებიც ხშირად მიმართავენ კარდიო ტიპის ვარჯიშებს.(მაგალითად სირბილი) მსგავსი აქტივობის დროს, ჩვეულებრივ რამ არის ანთება კუნთოვან ქსოვილში. „კურკუმინს შეუძლია შეამციროს ანთება და ანაზღაუროს ზოგიერთი დეფიციტი, რომელიც დაკავშირებულია ექსცენტრიული ვარჯიშით გამოწვეული კუნთების დაზიანებასთან“.

გარდა ამისა, მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ კურკუმინის დამატება ამცირებს ვარჯიშით გამოწვეული სახსრების დისკომფორტ. ეს ნაწილობრივ გამოწვეულია მისი ანთების მოდულაციის შესაძლებლობებით.