როგორ გავზარდოთ ენერგია ბუნებრივი გზით?

ალბათ ერთხელ მაინც გქონიათ შემთხვევა როდესაც გაიღვიძეთ და იმის ნაცვლად რომ იყოთ ენერგიით სავსე, გრძნობთ მის ნაკლებობასა და სისუსტეს.

ამ სინდრომს „ქრონიკული დაღილობა“ ეწოდება, რომელიც 21-ე საუკუნის ერთ ერთ მაშტაბურ პრობლემას წარმოადგენს.

ამ ბლოგში ძირითადად განხილულია კვებითი და ჩვევითი დისციპლინა, რომელიც დაგეხმარებათ ებრძოლოთ ქრონიკული დაღლილობის სინდრომს. ამიტომ თუ თქვენც მსგავსი პრობლემის წინაშე დგახართ, ნუ დაიშურებთ ძალისხმევას მათ მოსაგვარებლად.

1.გაზარდეთ უჯრედისი საკვების მიღება

უჯრედისი საკვები ძირითადად მიეკუთვნება ბოსტნეულის კატეგორიას. ეს არის აუცილებელი საკვები ნივთიერებები, რომელსაც სტატისტიკურად ყველაზე ნაკლებად ღებულობს ადამიანი. ამ პრობლემის გადაჭრის ყველაზე მარტივი საშუალებაა ბოსტნეულის წვენის მომზადება და მისი მიღება.

ამ მეთოდით ბევრად გაგიმარტივდებათ უჯრედისი საკვების მიღება და რაც მთავარია არის ჯანსაღიმ რომელიც დადებითად მოქმედებს ადამიანის გუნება განწყობილებაზე.

რამდენიმე დღეში თქვენ შეამჩნევთ ენერგიის დონის ზრდას. გარდა ამისა, ბოსტნეულის გამოყენება ხელს უწყობს მნიშვნელოვანი ვიტამინებისა და მინერალების მიწოდებასა და უჯრედების ენერგიით მომარაგებას.

2. ძილის ხარისხის გაუმჯობესება

უძილობა პირდაპირ კავშირშია დღის განამვლობაში ენერგიის ნაკლებობასთან.

ძილის დროს სხეული აღადგენს დღისით გახარჯულ ენერგიას.

თუ დაძინება გიჭირთ, აქ მოცემული რამდენიმე რჩევა დაგეხმარებათ ძილის გაუმჯობესებაში.

დაიცავით ძილის თანმიმდევრული განრიგი, დაიძინეთ და გაიღვიძეთ დღეში ერთსა და იმავე დროს, შაბათ-კვირის ჩათვლით. ეს ხელს უწყობს შინაგანი სხეულის ანუ ცირკადული საათის რეგულირებას.

შეზღუდეთ კოფეინის გამოყენება შუადღის 3 საათის შემდეგ, რადგან მისი ეფექტი შეიძლება გაგრძელდეს 12 საათზე მეტხანს.

აწარმოეთ თქვენი პირადი დღიური და ჩამოწერეთ ის გარემოებები, რაც ხელს გიშლით ძილში. შემდეგ ეცადეთ მათ მოგვარებას.

3. ადაპტოგენური საკვებდანამატები

ადაპტოგენური საკვებდანამატები აბალანსებს და აღადგენს სხეულის ბუნებრივ უნარს, რათა გაუმკლავდეს სტრესს, რომელიც თირკმელზედა ჯირკვლის დატვირთვის შედეგად ჩნდება.

ადაპტოგენური საკვებდანამატების შემადგენლობაში შეხვდებით მცენარეულ ექსტრაქტებს, რომელთა გამოყენება საუკუნეებს ითვლის.

ოფიციალური კვლევებით დადასტურებულია, რომ ადაპტოგენური საკვებდანამატები ასტიმულირებს ენერგიას, ებრძვის დაღლილობასა და სტრესს, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში.

 

 ადაპტოგენური საკვებდანამატებია: აშვაგანდა, ჟენშენი, როდიოლა და სხვა. მათი გამოყენება თქვენს ყოველდღიურ რუტინაში დაგეხმარებათ უფრო მშვიდად და კონცენტრირებულად იგრძნოთ თავი.

4. შეამცირეთ ნახშირწყლების მოხმარება

მიუხედავად იმისა, რომ ნახშირწყლები ენერგიის მთავარი წყაროა, მისმა გადამეტებულმა მიღებამ, შეიძლება საპირისპირო შედეგი გამოიწვიოს. განსაკუთრებით მარტივი ტიპის ნახშირწყლები, რომლის ძირითადი ფორმა არის შაქარი, უარყოფითად აისახება ადამიანების ენერგიულობაზე.

შაქრის გამოყენებისას, რამდენადაც სწრაფად ხდება ენერგიის მატება, ასევე სწრაფადვე ხდება მისი ვარდნა, რადგან სისხლში შაქრის დონე უცაბედად იზრდება და შემდეგ ეცემა.

გაზარდეთ საკვებ რაციონში რთული მოლეკულური ნახშირწყლები, რომელთაც დაბალ გლიკემიური ღირებულება აქვთ. ესენია: პარკოსნები, ტკბილი კარტოფილი, შვრია და ყავისფერი ბრინჯი. მათი გამოყენებისას ორგანიზმს ენერგიის სტაბილური ნაკადი ექნება.

5. მიიღეთ საკმარისი წყალი და ელექტროლიტები

იცოდით, რომ დეჰიდრატაციის ერთ-ერთი პირველი ნიშანი არის დაღლილობის შეგრძნება?

ეს იმიტომ, რომ ჩვენი სხეული ძირითადად წყლისგან შედგება და ჰიდრატაციის მცირე დაქვეითებაც, კი საკმარისია ზემოქმედებისთვის.

იყავით ჰიდრატირებული, დარწმუნდით, რომ სვამთ საკმარის წყალს.

თუმცა ზოგჯერ მხოლოდ წყლის დალევა არ იქნება საკმარისი დეჰიდრატაციის დროს, რადგან სითხის დაკარგვით ადამიანი კარგავს მინერალებს და ელექტროლიტებსაც.

მიიღეთ ელექტროლიტების კომპლექსი, ან მაგნიუმის ციტრატი, რომელიც მთავარ როლს თამაშობს სითხის ბალანსის შენარჩუნებასა და აღდგენაში.

6. B ვიტამინები

B ვიტამინები ასევე ცნობილია როგორც "ენერგეტიკული ვიტამინები". განსაკუთრებით კი B12 არის ერთ ერთი ყველაზე დომინანტური, ენერგიის წარმოებაში. B12 ხელს უწყობს სისხლის უჯრედების გამომუშავებას, რაც პირდაპირ კავშირშია ენერგიის გაუმჯობესებასთან.

იმის გამო, რომ  B ვიტამინები არის წყალში ხსნადი, ორგანიზმი მას ვერ ინახავს. ამიტომ გონივრული იქნება პერიოდულად მისი მიღება საკვებდანამატის სახით. მიირთვით B12-ით მდიდარი საკვები, რომლის ძირითადი წყარო ხორცია.

7. ფიზიკური აქტივობა

ფიზიკური აქტივობა, რომელსაც ექნება რეგულარული სახე დაგეხმარებათ გაცილებით ენერგიულად იგრძნოთ თავი. ვარჯიშისას იზრდება ადამიანის მოტივაცია. ფიზიკური აქტივობისას, ტვინი აგზავნის სიგნალს, რომ სხეულის უჯრედებს დამატებით ესაჭიროება ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები. ასეთი სახით, ადამიანი თავს გაცილებით ენერგიულად და ჯანმრთელად გრძნობს, რადგან გულს და ფილტვებს მუშაობისთვის მეტი რესურსი აქვთ და არ არიან შეზღუდულები.