სპირულინას 4 სასარგებლო თვისება

სპირულინა არის მიკროსკოპიული წყალმცენარე, რომელიც არსებობს ორი სახეობის: Arthrospira platensis და Arthrospira maxima. ორივე ფორმა კულტივირებულია მთელ მსოფლიოში და ძირითადად გამოიყენება საკვებდანამატის სახით (ტაბლეტის ან ფხვნილის ფორმით)

მიუხედავად იმისა, რომ სპირულინა ათწლეულებია აქტიურად გამოიყენება, მისი მრავალმხრივი შესაძლებლობების გამო კვლევა კვლავაც მიმდინარეობს.

სხვა გამაჯანსაღებელი სუპერპროდუქტებისგან განსახვებით, სპირულინას დამატებითი უპირატესობა არის ის, ის შეიცავს ფაქტიურად ყველა გავრცელებულ საკვებ ნუტრიენტებს.(ამინომჟავები, ვიტამინები, ცილები, მინერალები და ასე შემდეგ) ამ მიზეზით, სპირულინა მექსიკაში დღემდე ითვლება ერთ-ერთ მდიდარი შემადგენლობის მქონე საკვებპროდუქტად.

სპირულინა შეიცავს ფიკოციანინს, ეს არის მცენარეული პიგმენტი, რომელიც მას ლურჯ-მომწვანო ფერს ანიჭებს. ფიკოციანინი არა მხოლოდ ამცირებს ორგანიზმში ანთებას, არამედ ბლოკავს სიმსივნური უჯრედების ზრდას.

სარგებელი

1. ასუფთავებს ორგანიზმს

21-ე საუკუნეში გლობალურ პრობლემას წარმოადგენს დარიშხანის ტოქსიკურობა, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

დარიშხანის ტოქსიკურობა ძირითადად გამოწვეულია სასმელი წყლის დაბინძურების გამო, რომელიც საკმაოდ გავრცელებული პრობლემა გახლავთ მთელს მსოფლიოში.

სპირულინა-თუთიის კომბინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს დარიშხანის ტოქსიკურობას მუშაობდა. ამ ფაქტს ადასტურებს ერთ ერთი კვლევა, როდესაც სპირულინას გამოყენებისას პაციენტების ორგანიზმში დარიშხანის მაჩვენებელი 47 პროცენტით შემცირდა.

მართლაც, სპირულინა მძიმე მეტალების ან ზოგადი დეტოქსიკაციის ერთ ერთი საუკეთესო საშუალებაა.

2. ბრძოლა ნაწლავურ დაავადებებთან

ჩვენი ორგანიზმი ჯანსაღი მიკროფლორის ბალანსის გარეშე, უბრალოდ ვერ შეძლებს ფუნქციონირებას.

საკვების არასწორი მონელება პირდაპირ კავშირშია მიკროფლორის დისბალანსთან. უფრო მეტიც, ეს პრობლემა სიკვდილის ერთ ერთი მთავარი მიზეზია აშშ-ში.(ამ დაავადებას კანდიდოზი ეწოდება)

შაქრითა და არაბუნებრივი ინგრედიენტებით მდიდარი საკვები ზრდის ნაწლავური დაავადებების რისკს. ამ დროს ორგანიზმში იკლებს ანტიმიკრობული წინააღმდეგობა და სუსტდება იმუნიტეტი.

სპირულინა ხელს უწყობს ნაწლავურ ჯანმრთელობას, უფრო მეტიც მას ეწოდება „ანტიმიკრობული აგენტი“ რომელიც აუმჯობესებს ჯანსაღი ბაქტერიული ფლორის გამომუშავებას ნაწლავებში, რაც თავის მხრივ აფერხებს კანდიდოზის განვითარებას. გარდა ამისა, სპირულინას იმუნიტეტის გამაძლიერებელი თვისებები ეხმარება ორგანიზმს უჯრედული პრობლემების აღმოფხვრაში.

2. გულის ჯანმრთელობა

სპირულინას საკვებდანამატები მნიშვნელოვნად ამცირებს ქოლესტერინის დონეს, კერძოდ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს (LDL), რომელიც აფერხებს გულის მუშაობას.

გარდა ამისა სპირულინა ეფექტური ვარიანტია სისხლის ლიპიდური პროფილების გასაუმჯობესებლად, ანთების და ოქსიდაციური სტრესის თავიდან ასაცილებლად და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან დასაცავად[2]. ექსპერტები სპირულინას გულ-სისხლძარღვთა სარგებელს მის ანტიოქსიდანტურ და ანთების საწინააღმდეგო თვისებებს მიაწერენ.

მიუთითებს იმაზე, რომ რაც უფრო მეტს მოიხმარენ, მით მეტი სარგებელი შეიძლება მოჰყვეს. ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა შრატის ტრიგლიცერიდები და მთლიანი ქოლესტერინი.

ოფიციალურად დადასტურებულია, რომ სპირულინას აქვს სარგებელი დიაბეტის პროფილაქტიკასა და მის მართვაში. 2018 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სპირულინას დამატება მნიშვნელოვნად ამცირებს ადამიანების სისხლში გლუკოზის დონეს. „ის შეიცავს დაახლოებით 4 გრამ პროტეინს თითო სუფრის კოვზში, რაც კარგი საშუალებაა სისხლში შაქრისა და დიაბეტის კონტროლისთვის.

3.სინუსური პრობლემების შემსუბუქება.

კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ სპირულინა კარგი საშუალებაა ალერგიული რინიტის მკურნალობისას, რადგან იგი ხელს უწყობს ორგანიზმში ანთებითი პროცესების შემცირებას, რაც სინუსური პრობლემების მთავარი გამომწვევი მიზეზია.

სპირულინა საკმაოდ ეფექტურია ქავილის, ცხვირის გამონადენის, შეშუპებისა და ცემინების შესამცირებლად.

2020 წლის კვლევამ აჩვენა, რომ სპირულინა უფრო ეფექტური იყო ვიდრე ანტიჰისტამინი, რომელიც ერთ ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა ალერგიული რინიტის წინააღმდეგ ბრძოლაში და ანთების შესამცირებლად.

4.მენტალური ჯანმრთელობა

სპირულინა ხელს უწყობს ადამიანის ფსიქიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას. მას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს პოზიტიური განწყობის რეგულირებაში.

სპირულინა შეიცავს ტრიპტოფანს, ეს არის ამინომჟავა, რომელიც ზრდის სეროტონინის გამომუშავებას თავის ტვინში.

სათანადო სეროტონინი აუცილებელია ფსიქიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ზოგიერთი აშლილობის თავიდან ასაცილებლად.(მათ შორის დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა, შიზოფრენია და ასე შემდეგ.)