ღვიძლის დეტოქსიკაცია

ადამიანის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად ასუფთავებს ორგანიზმი ტოქსინებს.

ორგანიზმის ტოქსინებისგან თავის დაღწევის ერთ-ერთი მთავარი გზა არის ღვიძლი, რომელიც გულის შემდეგ  ყველაზე დატვირთული ორგანოა.

ღვიძლი აქტიურად არის ჩართული სასიცოცხლო ფუნქციებში: სისხლის დეტოქსიკაცია, ნაღვლის გამომუშავება, რომელიც საჭიროა ცხიმების მოსანელებლად, ჰორმონების სინთეზი და აუცილებელი ვიტამინების, მინერალების შენახვა.

როდესაც ღვიძლის ფუნქცია არ არის ოპტიმალური, ადამიანი ვერ ახერხებს საკვების სწორად მონელებას, განსაკუთრებით კი ცხიმების.

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავიდან იქნას აცილებული ყველა ის ტოქსინები თუ დარღვებები, რაც ხელს შეუშლის ღვიძლის მუშაობას.

მოდით უფრო ჩავუღრმავდეთ ამ სასიცოცხლო ორგანოს და ვისაუბროთ თუ როგორ არის ხდება ღვიძლის დეტოქსიკაცია.

რას აკეთებს ღვიძლი?

ღვიძლის ზოგიერთი ძირითადი ფუნქცია მოიცავს:

საკვები ნივთიერებების გადამუშავება, რომლებიც შემდგომ ნაწლავების მეშვეობით შეიწოვება.

არეგულირებს სისხლში ცილების, ცხიმებისა და შაქრის შემადგენლობას.

სისხლში ძველი უჯრედების განადგურება.

ქიმიური ნივთიერებების წარმოება, რომელიც ხელს უწყობს სისხლის სწორ შედედებას.

ალკოჰოლისა და მედიკამენტების დაშლა და აუცილებელი ცილების და ქოლესტერინის წარმოება.

მეცნიერებმა იციან, რომ ღვიძლმა სხეულზე ზრუნვისთვის უნდა შეძლოს ოპტიმალური მუშაობა. ღვიძლის დაავადების ხსენებაზე ადამიანებს ძირითადში ახსენდებათ ციროზი.

ციროზი საკმაოდ რთული დაავადებაა, თუმცა არსებობს მთელი რიგი არაალკოჰოლური ფაქტორები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის არასრული მუშაობა. ესენია:

ზოგიერთი მედიკამენტი (მათ შორის აცეტამინოფენი)

არასრულფასოვანი კვება

ქრონიკული B ჰეპატიტი

ჩვენს სხეულს ყოველდღიურად უწევს გარემოსდაცვითი ტოქსინების წინააღმდეგ ბრძოლა, რომელსაც ვხვდებით სახლში, სამუშაო ადგილებსა თუ საკვებში. ამიტომ ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნელბლად აუცილებელია ღვიძლის ჯანმრთელობის შენარჩუნება.

ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ ხელი შეუწყოთ ღვიძლის ჯანმრთელობასა და სხეულის დეტოქსიკაციას.

1. ამოიღეთ რაციონიდან ტოქსიკური საკვები

თუ თქვენ ხშირად მიირთმევთ დამუშავებულ საკვებს, ამით ზიანს აყენებთ ღვიძლს.  ჰიდროგენირებული ზეთები, დიდი რაოდენობით შაქარი, იაფფასიანი მზა საკვები, ტოქსიკურია თქვენი ჯანმრთელობისთვის.

ჰიდროგენიზებული ზეთებს, რომელიც ასევე ცნობილია როგორც "ტრანს ცხიმები", საკმაოდ მაღალი ნაჯერი სტრუქტურა აქვთ, რომელიც მკვეთრად ზრდის გულის დაავადების რისკს. გარდა ამისა, ითვლება, რომ ტრანს ცხიმები იწვევს იმუნურ სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებს და ანთებას მთელ სხეულში.

დამატებული ნიტრატები და ნიტრიტები, რომლებიც ჩვეულებრივ გვხვდება მოხერხებულ საკვებსა და ფასტფუდებში, იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს.

პროდუქტებში გამოყენებული ქიმიკატები გამოიყენება საკვების ვარგისიანობის ხელოვნური გზით შესანარჩუნებლად.

დაუყოვნებლივ შეცვალეთ მსგავსი ტიპის საკვები, რათა თავიდან აიცილოთ ღვიძლის პრობლემები.

საბედნიეროდ დიდი არჩევანი გვაქვს ჯანსაღ საკვებში, რომელიც თქვენი კრეატიულობით და არაერთი გემრიელი რეცეპტის მეშვეობით შეგიძლიათ მოამზადოთ.

ჯანსაღი საკვების გარდა, მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ თქვენი საჭმლის მომნელებელი ფერმენტები სწორად ფუნქციონირებენ.

ფერმენტებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის სერიოზული დაავადება, რომელსაც კრონი ეწოდება.

ბუნებაში უხვად გვაქვს სხვადასხვა სახის ხილი თუ ბოსტნეული, რომელიც ამდიდრებს ჩვენს ორგანიზმს. მათი მეშვეობით შეგიძლიათ მოამზადოთ სხვადასხვა წვენი თუ შეიკი.

ღვიძლის გასაწმენდად იდეალური ბოსტნეულია კომბოსტო, (როგორც ჩვეულებრივი ასევე ყვავილოვანი და ბრიუსელის.) რომელთანაც კომბინაციაში შეგიძლიათ დაამატოთ სტაფილო და ჭარხალი.

ბოსტნეული აბალანსებს ორგანიზმში მჟავიანობას, რაც ხელს უწყობს კარგი pH ბალანსის შექმნას.

ღვიძლის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, ასევე კარგი საშუალებაა ფორთოხლის სტაფილოს და ჯანჯაფილის წვენი. კვლევებმა აჩვენა, რომ ახალი სტაფილო შეიცავს იმ აუცილებელ ნაერთებს, რომელიც ეფექტურად წმენდს ღვიძლს.

ღვიძლში ბეტა-კაროტინი გარდაიქმნება A ვიტამინად, რომელიც აუმჯობესებს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნის პროცესს და ღვიძლში ცხიმის შემცირებას.

ასევე ბოჭკოების მაღალი შემცველობა ხელს უწყობს ჯანსაღი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის შენარჩუნებას და აჩქარებს ტოქსინების გამოდევნას.

2.მიიღეთ კალიუმით მდიდარი საკვები

ადამიანის ორგანიზმისთვის ყოველდღიურად რეკომენდირებულია 4700 მილიგრამი კალიუმი.

კალიუმით მდიდარი საკვები ხელს უწყობს არტერიული წნევისა და ქოლესტერინის შემცირებას, რაც საერთო ჯამში დადებითად აისახება გულ-სისხლძარღვთა სისტემის და ღვიძლის მუშაობაზე.

ტკბილი კარტოფილი მდიდარია კალიუმით. მიუხედავად იმისა, რომ კარტოფილი ბუნებრივად ტკბილია, ღვიძლის მეშვეობით შაქარი ნელ-ნელა გამოიყოფა სისხლში.(ინსულინის მომატების გარეშე)

ჭარხალი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლიდანაც ერთ ერთი კალიუმია. კარგი იქნება თუ დაამატებთ ჭარხალს ბოსტნეულის წვენის რეცეპტში.

ჭარხალი ასევე ბუნებრივად ასუფთავებს ნაღვლის ბუშტს და აუმჯობესებს ნაღვლის გადინებას.

3.საკვებდანამატები ღვიძლის დეტოქსიკაციისთვის

რძის ეკალი, რომელსაც უწოდებენ დეტოქსიკაციის "მეფეს", რადგან იდეალურია ღვიძლის გასაწმენდად. რძის ეკალი ასუფთავებს ღვიძლს მძიმე მეტალებისგან, რომელიც ორგანიზმში გროვდება რეცეპტით გაცემული მედიკამენტებისგან, ალკოჰოლისგან და დაბინძურებული გარემოს შედეგად.

 

გარდა ამისა, რძის ეკალი ხელს უწყობს ღვიძლზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას, რომელიც ქიმიოთერაპიისა და რადიაციის შედეგად ხდება.

კვლევებმა აჩვენა, რძის ეკალში არსებული აქტიური ნივთიერება სილიმარინი აძლიერებს ღვიძლში უჯრედის კედლებს და ხელს უწყობს ჯანსაღ რეგენერაციას.

კურკუმა ხელს უწყობს ღვიძლის ჯანსაღი ქსოვილების შენარჩუნებას, რაც საერთო ჯამში აუმჯობესებს ღვიძლის მუშაობას.

კურკუმინის მოხმარება ეხმარება ღვიძლს ორგანიზმის ეფექტურ დეტოქსიკაციაში და საშიში კანცეროგენების წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგალითად, მას შეუძლია დაიცვას სხეული იმ მავნე ტოქსინების ზემოქმედებისაგან, რომლებიც ცნობილია ქსენობიოტიკების სახელით.

ეს პროცესი შესაძლებელია კურკუმას ანტიოქსიდანტურ და ანთების საწინააღმდეგო ეფექტებიდან გამომდინარე, რომლებიც მხარს უჭერს ღვიძლისა და იმუნური სისტემის სხვადასხვა ფუნქციებს.

კომბინირებული საკვებდანამატები  რომელიც აერთიანებს სხვადასხვა აქტიურ ნივთიერებებს, მაგალითად: სოიოს ლეციტინი, ორნიტინი და ქოლინი.

ეს ნივთიერებები ერთდროულად მუშაობს რამდენიმე ასპექტზე, რაც უზრუნველყოფს დამატებით ეფექტურობას ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესების კუთხით.