პროსტატის ჯირკვალი უმნიშვნელოვანესია. იგი მდებარეობს შარდის ბუშტსა და მსხვილ ნაწლავს შორის. იგი გამოყოფს გამჭვირვალე, ტუტე სითხეს, რაც ხელს უწყობს სპერმის ტრანსპორტირებას ეაკულაციის დროს. ტუტეობა განაპირობებს საშოს მჟავიანობის ნეიტრალიზებას, იცავს სპერმას და ზრდის განაყოფიერების შანსს.
პროსტატა შეიძლება დაინფიცირდეს, რომელსაც პროსტატიტი ეწოდება. როდესაც პროსტატა გადიდებულია, ამას BPH (კეთილთვისებიანი პროსტატის ჰიპერპლაზია) ეწოდება. თუ პროსტატის ჯირკვალში კიბოს უჯრედები აღმოჩენილია, დიაგნოზირებულია პროსტატის კიბო.
ბაქტერიებს შეუძლიათ პროსტატაში შეჭრა და ინფექციის გამოწვევა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში საშარდე გზების ინფექციის მსგავსი სიმპტომები აქვს. ინფექციის მქონე მამაკაცი შეამჩნევს შარდვის გაძნელებას და შეიძლება ჰქონდეს წვის შეგრძნება და შარდის ბუშტის დაცლის პრობლემები. მკურნალობა ჩვეულებრივ მოიცავს ანტიბიოტიკების ორ-რვაკვირიან კურსს, სიმძიმის მიხედვით.
კეთილთვისებიანი პროსტატის ჰიპერპლაზია (BPH)
ასაკთან ერთად, პროსტატაც იზრდება მოცულობაში.პროსტატის ჰიპერპლაზიის მქონე ბევრ მამაკაცს ღამით ხუთჯერაც კი ეღვიძება შარდვის სურვილით. საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე რამ, რისი გაკეთებაც მამაკაცს შეუძლია პროსტატის შეშუპების მინიმიზაციისთვის.
ცხოვრების წესის თვალსაზრისით, სასარგებლოა ჯანსაღი საკვების, როგორიცაა მარცვლეული და ორგანული ხილი და ბოსტნეული, მიღება. რეკომენდებულია კოფეინისა და ალკოჰოლის მინიმალური გამოყენება.
მათთვის, ვისაც სხვადასხვა სტრატეგიის მცდელობის მიუხედავად, კვლავ პრობლემები აქვს, ქირურგიული ჩარევა შეიძლება იყოს გამოსავალი. თუმცა, ოპერაციის გვერდითმა ეფექტებმა შეიძლება გამოიწვიოს შარდის შეუკავებლობა და ერექციული დისფუნქცია.
მიუხედავად იმისა, რომ კეთილთვისებიანი პროსტატის ჰიპერპლაზია (BPH) საკმაოდ გავრცელებულია, კარგი ამბავი ის არის, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ის მამაკაცებში პროსტატის კიბოს განვითარების რისკის ზრდას იწვევს. მედიკამენტები ყოველთვის არ არის საჭირო - არსებობს დანამატები, რომლებიც პროსტატის შემცირებასაც უწყობს ხელს.
ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები
ომეგა 3 ესენციური ცხიმოვანი მჟავები ძირითადად შედგება, კერძოდ, ეიკოზაპენტაენის მჟავისგან (EPA) და დოკოზაჰექსაენის მჟავისგან (DHA). 2014 წელს Nutrition Journal-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამერიკელების უმრავლესობა არ მოიხმარს საკმარის ესენციურ ცხიმოვან მჟავებს რაციონში. ეს მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებები გვხვდება სხვადასხვა საკვებში, მათ შორის თევზში (სკუმბრია, ვირთევზა და ორაგული), ნიგოზში, ჩიას თესლში, სელის თესლში, კანაფის თესლში, ავოკადოსა და ნატოში.
2017 წელს Oncology Letter-ში გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია, რომ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების გაზრდილი მოხმარება ამცირებს პროსტატის კიბოს რისკს.
2017 წელს ჩატარებულმა კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცებს, რომლებიც იღებდნენ პროსტატის გამადიდებელ მედიკამენტებს (ფინასტერიდი და ტამსულოზინი) გადიდებული პროსტატის ან კეთილთვისებიანი პროსტატის ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ და იღებდნენ ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს. შედეგად შარდის ნაკადი გაუმჯობესდა.
Saw palmetto
Saw palmetto მცენარეული საკვებდანამატია, რომელიც, კვლევების თანახმად სასარგებლოა პროსტატიტის დროს.
2002 წლის კვლევამ დაასკვნა, რომ Saw palmetto-ს გამოყენებამ მსუბუქიდან საშუალომდე სიმძიმის საშარდე გზების სიმპტომებში გაუმჯობესება აჩვენა.
ვიტამინი E
ვიტამინ E-ს შემცველ საკვებს ან საკვებდანამატებს აქვს სასარგებლო გავლენა არა მხოლოდ ტვინსა და გულზე, არამედ პროსტატაზეც.E-ვიტამინით მდიდარი საკვებია: ნუში, გოგრის თესლი, მზესუმზირის თესლი, ისპანახი, კომბოსტოს და ავოკადო.
2015 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მათ, ვინც მოიხმარდა E ვიტამინის შემცველ საკვებს ან საკვებდანამატებს, პროსტატის კიბოს მინიმალური ნიშნები ჰქონდათ.
ვიტამინი D
კვლევებმა აჩვენა, რომ მათ, ვისაც სისხლში D ვიტამინის დაბალი დონე აღენიშნებათ, აქვთ პროსტატის და სხვა კიბოს განვითარების გაზრდილი რისკი. გარდა ამისა, Urology Annals-ში 2017 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცებს, რომლებსაც სისხლში D ვიტამინის დაბალი დონე აქვთ, აქვთ როგორც კეთილთვისებიანი პროსტატის ჰიპერპლაზიის, ასევე შესაძლოა პროსტატის კიბოს განვითარების გაზრდილი რისკის ქვეშ იყვნენ.
მზეზე 20-30 წუთის გატარება, საკმარისია D ვიტამინის ადეკვატური დონის მისაღებად. თუმცა, სეზონისა და გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ესეც კი შეიძლება არ იყოს საკმარისი. უმეტესობისთვის რეკომენდებულია D ვიტამინის საკვებდანამატის სახით მიღება. რეკომენდებული დოზა: 1,000-5,000 სე დღეში.
თუთია
„Nutrition Journal“-ის მონაცემებით, ამერიკელების თითქმის 45 პროცენტი არასაკმარისად იღებს თუთიას საკვები რაციონიდან. მსოფლიო მასშტაბით, ადამიანების 15 პროცენტზე მეტს თუთიის დეფიციტი აქვს. როგორც ჩანს, თუთია მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროსტატის საერთო ჯანმრთელობაში.
2011 წელს Indian Journal Of Urology-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ დაასკვნა, რომ მამაკაცებს, რომლებსაც სისხლში თუთიის დაბალი დონე ჰქონდათ, გაზრდილი ჰქონდათ პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (BPH) და პროსტატის კიბოს განვითარების რისკი.
2016 წლის კვლევამ, სხვა კვლევებთან ერთად, დაადასტურა თუთიის ჯანსაღი დონის როლი პროსტატის ოპტიმალური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
ხარისხიანი მულტივიტამინი შეიცავს თუთიას, თუმცა ზოგჯერ შეიძლება რეკომენდირებული იყოს ცალკეულად თუთიის მიღება. რეკომენდებული დღიური დოზაა 25-დან 50 მგ დღეში.