რომელი ვიტამინები სჭირდება ორგანიზმს?

ვიტამინები ორგანული ნაერთებია, რომელიც საჭიროა სხვადასხვა ფიზიოლოგიური პროცესებისთვის. ადამიანის სხეული შედგება მრავალი განსხვავებული ქსოვილისგან, ყველა მათგანი დაფუძნებულია უჯრედებზე. ამ უჯრედებში დაახლოებით ათი ათასი ქიმიკატია, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის ორგანიზმის ზრდასა და ჯანმრთელობაზე. თითოეულს აქვს განსხვავებული როლი, რომელიც საერთო ჯამში ხელს უწყობს აუცილებელი ქიმიურ ქმედებების განხორციელებას. ვიტამინების მეშვეობით ყველა აუცილებელი პროცესი, დეტალური და ჰარმონიული სიზუსტით მიმდინარეობს.

ვიტამინები ფუნქციონირებით ჰორმონების და ფერმენტების მსგავსია. თუმცა ძირითადი განსხვავება მათ ხელმისაწვდომობაშია. ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმი თავად ამზადებს ჰორმონებს და ფერმენტებს რომელსაც ვიყენებთ, მაგრამ სხეული თავად ვერ გამოიმუშავებს ვიტამინებს. ამიტომ, საჭირო ხდება ჩვენ მივაწოდოთ ორგანიზმს ვიტამინები.

თუმცა, ადამიანს ინდვიდუალური მეტაბოლიზმი აქვს, რაც ნიშნავს, რომ ყველას განსხვავებული ვიტამინები და მინერალები სჭირდება. ამიტომ, ამ ბლოგში საუბარი იქნება თუ როგორ შეგვიძლია განვსაზვღვროთ, რომელი ვიტამინები და მინერალები ესაჭიროება ჩვენს ორგანიზმს. განვიხილავთ ძალიან საინტერესო და შედარებით ნაკლებად ცნობილ მხარეებს, რომელიც ხაზს უსვამს ვიტამინების მნიშვნელობას.

 

ცუდი მხედველობა და წარმონაქმნები თვალის არეში

ცუდი მხედველობის მიზეზი ხშირად ღამის საათებში შემცირებული საკვები ნივთიერებების მიღებას უკავშირდება. მაგალითად, A ვიტამინის ნაკლებობა ხშირად უკავშირდება მდგომარეობას, რომელიც ცნობილია როგორც „ღამის სიბრმავე“ რაც ამცირებს ადამიანის ხედვის უნარს დაბალ განათებაში ან სიბნელეში. ეს იმიტომ ხდება, რომ ვიტამინი A აუცილებელია როდოპსინის წარმოებისთვის, ეს არის პიგმენტი, რომელიც გვხვდება თვალების ბადურაზე. ზუსტადაც რომ მისი მეშვეობით ახერხებს ადამიანი ღამით ხედვას.

 

უყურადღებობის გამო „ღამის სიბრმავე“ შეიძლება გადაიზარდოს ქსეროფთალმიაში, ეს არის მდგომარეობა, რომელსაც შეუძლია დააზიანოს რქოვანა და უკიდურეს შემთხვევაში კი გამოიწვიოს სრული სიბრმავე.

ქსეროფთალმიის კიდევ ერთი ადრეული სიმპტომია ბიტოტის ლაქები, ეს არის თეთრი წარმონაქმნები, რომლებიც ჩნდება თვალების თეთრ ნაწილზე. წარმონაქმნები შეიძლება მოიხსნას გარკვეულწილად, მაგრამ სრულად გაქრება მხოლოდ A ვიტამინის დეფიციტის განკურნების შემდეგ.

 

გამონაყარი კანზე

კანზე გამონაყარის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ერთ-ერთი კი ეს შეიძლება იყოს დაავადება, რომელსაც ეწოდება პილარისის კერატოზი. ამ დაავადების დროს, ჩნდება გამონაყარი მკლავების, თეძოების ან დუნდულების არეში. მთავარი მიზეზი, რის გამოც შეიძლება ადამიანს მსგავსი გამონაყარი გაუჩნდეს, არის თმის ფოლიკულებში ძალიან ბევრი კერატინის წარმოქმნა.(კერატინი არის ცილა, რომელსაც სხეული ბუნებრივად გამოიმუშავებს და აუცილებელია საჭირო კონცეტრაციით, რადგან იგი მონაწილებს სასიცოხლოდ მნიშვნელოვან პროცესებში.)

ასეთ დროს, ერთ ერთ დამხმარე საშუალებად ითვლება ვიტამინი C, რომელიც ზრდის ორგანიზმში კოლაგენის წარმოებას, ეს კი თავის მხრივ დადებითად მოქმედებს კანის ჯანმრთელობაზე. ცნობილია, რომ როდესაც ადამიანი იღებს ვიტამინ C-ს საკვები დანამატის სახით, დროთა განმავლობაში თავისუფლდება ზემოთ ნახსენები დაავადებისგან.

ღრძილებიდან სისხლდენა

რაც არ უნდა საკვირველი იყოს, ღრძილებიდან სისხლდენის მიზეზი ძალიან იშვიათად შეიძლება იყოს კბილების უხეში გახეხვა. დიდი ალბათობაა, რომ C ვიტამინის ნაკლებობამ გამოიწვიოს ზემოთ ნახსენები პრობლემა. ვიტამინი C მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჭრილობების შეხორცებასა და იმუნიტეტის სტაბილურობაში, ის მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი, რაც ხელს უწყობს უჯრედების დაზიანების თავიდან აცილებას.

ასე რომ თუ დიდი ხნის განმავლობაში აღენიშნება ადამიანს C ვიტამინის ნაკლებობა, ამან შესაძლოა გამოიწვიოს ღრძილების სისხლდენა და უკიდურეს შემთხვევაში კბილების დაკარგვაც კი.

იმისათვის რომ განსზაღვროთ, გაქვთ თუ არა C ვიტამინის დეფიციტი, ჩამოგითვლით შედარებით მარტივ ნიშნებს, ესენია: სისხლჩაქცევები, ჭრილობების ნელი შეხორცება, მშრალი ქერცლიანი კანი და ცხვირიდან ხშირი სისხლდენა.

ასევე C ვიტამინის ძალიან მცირე რაოდენობამ შესაძლოა გამოიწვიოს სკორბუტი, ეს არის დაავადება, რომელიც თრგუნავს იმუნურ სისტემას, ასუსტებს კუნთებსა და ძვლებს, რის გამოც ადამიანი მუდმივად განიცდის დაღლილობას და ლეთარგიულობას.

 

მოუსვენარი ფეხის სინდრომი

მოუსვენარი ფეხის სინდრომი (იგივე RLS), ასევე ცნობილი როგორც უილის-ეკბომის დაავადება. ეს არის ნერვული მდგომარეობა, რომელიც იწვევს უსიამოვნო ან არასასიამოვნო შეგრძნებებს ფეხებში და გადაადგილების მუდმივ, დაუძლეველ სურვილს.

ნევროლოგიური დარღვევებისა და ინსულტის ეროვნული ინსტიტუტის თანახმად, RLS საკმაოდ გავრცელებული ნერვული დარღვევაა, განსაკუთრებით კი ქალებში. ამ პათოლიგიის დროს, ადამიანების უმეტესობას გადაადგილების სურვილი უძლიერდება მაშინ, როდესაც ისინი ისვენებენ ან ცდილობენ დაიძინონ.

როგორც მკვლევარები ვარაუდობენ ამის მიზეზი შეიძლება იყოს, ადამიანის სისხლში რკინის დაბალი დონე.

 

 

ამ მოსაზრებას ადასტურებს ის ფაქტიც რომ, RLS-ის სიმპტომები ხშირად ვლინდება ორსულობის დროს, როდესაც ქალებში რკინის დონე იკლებს.

 

დნმ

დნმ-ის სრულფასოვან განვითარებასა და ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს თამაშობს ფოლიუმის მჟავა. ეს გახლავთ B ჯგუფის ერთ- ერთი ვიტამინი. ფოლიუმის მჟავა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის, რადგან ჯანსაღ ზრდას და ფუნქციონირებას შეუძლია შეამციროს თანდაყოლილი დეფექტების რისკი, განსაკუთრებით კი ნერვულ მილში (ტვინი და ხერხემალი). ასევე, ფოლიუმის დეფიციტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს უჯრედების საერთო რაოდენობაზე, განსაკუთრებით ეს ეხება სისხლის წითელ უჯრედებს, რის გამოც ადამიანს შესაძლოა განუვითარდეს სხვადასხვა ნერვული თუ ქრონიკული აშლილობა.

ფოლიუმის მჟავის დეფიციტის სხვა სიმპტომებია: დაღლილობა, გაღიზიანება, არასრულფასოვანი ზრდა. საინტერესოა, რომ ფოლიუმის მჟავა ორგანიზმში საუკეთესოდ შეიწოვება საკვები დანამატის სახით (85 %) ხოლო საკვებიდან 50 %.