CORE CHAMPS EAA შეიცავს 9 უცვლელ ამინომჟავას (EAA), რომლებიც აუცილებელია კუნთოვანი ცილის სინთეზისთვის, კუნთების ზრდისთვის, კუნთების შენარჩუნებისთვის, გამძლეობისა და აღდგენისთვის.
CORE CHAMPS-ის უცვლელი ამინომჟავების დანამატი ენერგიის აღდგენასა და სიცოცხლისუნარიანობის მომატებაში დაგეხმარებათ. ცხრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამინომჟავით გამდიდრებული ეს ძლიერი ფორმულა ხელს უწყობს კუნთების ჩქარ აღდგენას და აუმჯობესებს პერფორმანსს. ეს პრემიუმ დანამატი ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების უკეთ შეწოვას, იმუნური სისტემის მხარდაჭერას და ჯანსაღი ქსოვილების შენარჩუნებას. მიაწოდეთ თქვენს სხეულს აუცილებელი საწვავი, რომელიც მას სჭირდება. ვარჯიშის დროს თუ ყოველდღიურად დატვირთულ ცხოვრებაში, ეს დანამატი თქვენი ბუნებრივი ენერგიის წყაროა შეიძლება იყოს.
EAA (Essential Amino Acids) დაგეხმარებათ აზოტის დადებითი ბალანსის შექმნასა და შენარჩუნებაში, რაც გადამწყვეტი ფაქტორია ახალი კუნთოვანი ქსოვილის ჩამოყალიბებისთვის. მისი გამოყენება ასევე უმნიშვნელოვანესია კარდიო ვარჯიშის მოყვარულთათვისაც, რათა დაიცვათ კუნთები კატაბოლიზმისაგან.
დადებითი თვისებები:
- მატებს ძალას და გამძლეობას
- აღადგენს დახარჯულ ენერგიას
- ხელს უწყობს მშრალი კუნთოვანი მასის ზრდას
- დადებითად მოქმედებს კუნთის ფორმირებაზე
- არის ძლიერი ანტიკატაბოლიკი
- ამცირებს კუნთის ტკივილს ვარჯიშის დროს და შემდგომ პერიოდში
- შეიცავს ყველა, 9 შეუცვლელ ამინომჟავას (EAA)
გამოყენების წესი და დოზირება:
1 პორცია (13.5 გ) შეურიეთ 470-600 მლ ცივ წყალს, მიიღეთ ჭამის წინ ან ვარჯიშამდე. მიღება შესაძლებელია ვარჯიშამდე, ვარჯიშის დროს და ვარჯიშის შემდეგ მაქსიმალური ეფექტურობისთვის. მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია არასავარჯიშო დღეებში.
გაფრთხილება:
არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზებს. გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ ხართ ორსულად, ძუძუთი კვებავთ ბავშვს ან იღებთ მედიკამენტებს. შეწყვიტეთ გამოყენება ოპერაციამდე 2 კვირით ადრე ან თუ გაქვთ გულისცემის აჩქარება, თავბრუსხვევა, ძლიერი თავის ტკივილი ან ქოშინი. გამოიყენეთ მხოლოდ ინსტრუქციის მიხედვით.შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.



მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.