Dennis James Signature Series Melatonin 10 მგ ტაბლეტები შექმნილია ჯანსაღი ძილისა და დაბალანსებული ცირკადული რიტმის ხელშესაწყობად.
მელატონინი არის ჰორმონი, რომელიც არეგულირებს ორგანიზმის ბიოლოგიურ საათს, პასუხს აგებს ჩვენი ძილის დროსა და ხარისხზე. მისი გამომუშავება დამოკიდებულია განათებაზე. ორგანიზმი ბუნებრივად გამოიმუშავებს მელატონინს ღამით, როდესაც განათება მაქსიმალურად შემცირებულია. თუმცა ღამით სიფხიზლისა და ძილის რეჟიმის დარღვევისას ამ ჰორმონის გამომუშავება მცირდება. ასევე ასაკის მატებასთან ერთად მისი ბუნებრივი წარმოება იკლებს. შესაბამისად ჩნდება ჩაძინებისა და ძილის ხარისხის პრობლემებიც. მელატონინის საკვები დანამატის სახით მიღება ასტიმულირებს მის ბუნებრივ გამომუშავებას და გვეხმარება ძილის ხარისხის გაუმჯობესებაში.
გარდა ძილის ხარისხის გაუმჯობესებისა, მელატონინი წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტსაც. იგი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წარმომქნის რისკს და უზრუნველყოფს ხარისხიან დასვენებას. ამასთანავე იგი დადებითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე და აძლიერებს მას.
თითოეული ტაბლეტი შეიცავს მელატონინის 10 მგ ძლიერ დოზას, რაც იდეალურია მათთვის, ვისაც შედეგის სანახავად უფრო ძლიერი დოზა სჭირდება. ტაბლეტები ადვილად გადაყლაპვადია და სწრაფად მოქმედებს, რაც უზრუნველყოფს მელატონინის სრული სარგებლის სწრაფად მიღებას.
Dennis James Signature Series Melatonin 10 მგ ტაბლეტებით შეგიძლიათ დატკბეთ მშვიდი და გამაახალგაზრდავებელი ძილით, რაც დაგეხმარებათ იმაში , რომ გაიღვიძოთ გამოცოცხლებულმა და ენერგიით სავსე. ეს არის უსაფრთხო და ბუნებრივი გზა ჯანსაღი ძილის რეჟიმის მხარდასაჭერად და სიცოცხლისუნარიანობის ხელშესაწყობად.
დადებითი თვისებები:
– აძლიერებს ძილის დროსა და ხარისხს
– არის ძლიერი ანტიოქსიდანტი
– დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძართვთა სისტემაზე
– აძლიერებს იმუნურ სისტემას
– უზრუნველყოფს სრულფასოვან დასვენებას და აღდგენას
– 1 ტაბლტი შეიცავს 10 მილიგრამ მელატონინს
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ 1 აბი დაძინებამდე 30 წუთით ადრე.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.



მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.