Olimp Nutrition – Rocky Athletes Creatine არის ფხვნილის სახით წარმოდგენილი უმაღლესი ხარისხის კრეატინ მონოჰიდრატი.
კრეატინ მონოჰიდრატი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მეცნიერულად შესწავლილი საკვები დანამატი, რომელიც მატებს ძალას, ენერგიას და სუფთა კუნთოვან მასას. კრეატინი ცილის მსგავსია იმით, რომ იგი აზოტის შემცველი ნაერთია, მაგრამ არ არის ნამდვილი ცილა. კვების ბიოქიმიურ სამყაროში იგი ცნობილია როგორც “არაპროტეინური” აზოტი. მისი მიღება შესაძლებელია გარედან საკვებით, ან ორგანიზმში ენდოგენურად წარმოიქმით ამინომჟავებისგან – გლიცინიდან, არგინინიდან და მეთიონინიდან.
კრეატინი არის ფოსფაგენის ენერგეტიკული სისტემის მთავარი მონაწილე, ATP– ის ძირითადი წყარო მოკლევადიანი, მაღალი ინტენსივობის აქტივობების დროს.
კრეატინ მონოჰიდრატის საკვები დანამატის სახით მიღება, ავსებს ორგანიზმს კრეატინით და ინტენსიური ვარჯიშის პირობებში აზრუნველყოფს ATP-ს რესინთეზს. შედეგად იზრდება ძალა, გამძლეობა და ენერგია.
Olimp Nutrition – Rocky Athletes Creatine-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– მატებს ძალას და ენერგიას
– ზრდის კუნთოვან მასას
– არის ფხვნილის სახით წარმოდგენილი სუფთა კრეატინ მონოჰიდრატი
– დამატებული აქვს მაგნიუმი და ვიტამინი B6 უკეთესი შეწოვისთვის
მიღების წესი და დოზირება:
გახსენით 1 პორცია (1½ კოვზი) 100 მლ წყალში და მიიღეთ 1-2-ჯერ დღეში, ვარჯიშის წინ, ან შემდეგ.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.