გლუკოზამინი არის ნაერთი, რომელიც ბუნებრივად გვხვდება თქვენი სახსრების ხრტილში. იგი მზადდება შაქრისა და ცილის ჯაჭვისგან, რომლებიც ერთმანეთთან არის დაკავშირებული.
გლუკოზამინი ითვლება როგორც სახსრების საპოხი ნივთიერება, რაც საშუალებას გაძლევთ გადაადგილდეთ და შეამციროთ სახსრების, ძვლების და კუნთების ტკივილი.
გლუკოზამინი ხშირად გამოიყენება ასაკთან დაკავშირებული ძვლებისა და სახსრების ტკივილის სამკურნალოდ. ამის აგრდა სხეულს სჭირდება გლუკოზამინი გარკვეული ცილების და ცხიმების სინთეზისთვის, რომლებიც ქმნიან მნიშვნელოვან ქსოვილებს.(მაგალითად ხრტილი, რომელიც მთავარ როლს ასრულებს სახსრების, მყესების და ლიგატების მშენებლობაში.)
გარდა ამისა, გლუკოზამინი ხელს უწყობს სითხეების ფორმირებას, რომლებიც აკრავს სახსრებს, რათა მოხდეს მათი შეზეთვა. ეს სითხე ცნობილია როგორც სინოვიალური, რომელიც სახსრების გარდა გამოიყენება საჭმლის მონელების და ნაწლავების ჯანმრთელობის, მობილურობის, მოძრაობის დიაპაზონისა და სახსრების ზოგადი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.
გლუკოზამინის რამდენიმე ფორმა არსებობს, თუმცა აქედან ყველაზე გავრცელებული ფორმა არის "სულფატი", მას გაცილებით დიდი გავლენა, აქვს სახსრების ჯანმრთელობაზე ვიდრე სხვებს.( გლუკოზამინის ჰიდროქლორიდი ან N-აცეტილ გლუკოზამინი.)
ახლა კი, განვიხილოთ გლუკოზამინის კონკრეტული სარგებელი.
სარგებელი
1. აუმჯობესებს სახსრების ჯანმრთელობას
რატომ არის გლუკოზამინი კარგი სახსრებისთვის? მეცნიერები ადასტურებენ, რომ გლუკოზამინის შემცველი საკვებდანამატები ზრდის ორგანიზმში ხრტილისა და სინოვიალური სითხის რაოდენობა, რაც ხელს უწყობს სახსრების დაშლის თავიდან აცილებას და ტკივილის შემსუბუქებას.
გლუკოზამინი არის ამინო-საქარიდი, რომელიც ხელს უწყობს ხრტილის შექმნას ნაერთებისგან, რომელსაც ეწოდება აგრეგანი და პროტეოგლიკანები.
ვინაიდან სახსრების გაუარესება და ხრტილის დაკარგვა არის ოსტეოართრიტის გამომწვევი მიზეზი, ადვილი გასაგებია, თუ რატომ ვარაუდობენ მკვლევარები, რომ გლუკოზამინი მნიშვნელოვანია ამ სიმპტომების შესამსუბუქებლად.
კვლევები ადასტურებს რომ დღეში დაახლოებით 800-დან 1500 მილიგრამი გლუკოზამინის მიღებამ ეხმარება მილიონობით ადამიანს, რომლებსაც აქვთ სახსრების დეგენერაციული დაავადებები.
გლუკოზამინი გრძელვადიან პერსპექტივაში მკურნალობს სახსრებს და ასევე გვთავაზობს სხვა სარგებელს, რომელსაც რეცეპტით გაცემული ტკივილგამაყუჩებლებიც კი ვერ აგვარებენ.(საუბარია როდესაც ადამიანს აქვს ქრონიკული ანთება)
ზოგიერთ ადამიანს, არ აქვს სახსრების პრობლემა, მაგრამ აღენიშნება ძვლის ტკივილი, რომელიც განპირობებულია ძვლის დაბალი სიმკვრივით.
ასეთ დროს პრაქტიკულია გლუკოზამინის, გამოყენება რომელიც ხელს უწყობს ძვლის სიმკვრივესა და მდგრადობას.
2.მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობა
გლუკოზამინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნაწლავების ჯანმრთელობისთვის, რადგან ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს მიკრობიომის ჯანმრთელობაში.
მიკრობიომი წარმოადგენს იმ უნიკალური, ტრილიონობით ბაქტერიის, ერთობლიობას, რომლისგანაც შედგება ჩვენი ორგანიზმი - ცხვირისა და პირის ღრუ, კანი და ყველაზე დიდი რაოდენობით - კუჭ-ნაწლავის ფლორა.
მიკრობიომი ჩვენი ორგანიზმისა და გარე სამყაროს ურთიერთკავშირის შედეგად ყალიბდება და ერთ-ერთ ყველაზე კომპლექსურ ეკოსისტემას წარმოადგენს.
ამიტომაც არის გლუკოზამინი მიჩნეული მომნელებელი სისტემის ერთ ერთ ეფექტურ საკვებ დანამატად, რომელიც დადებითად მოქმედებეს "ნაწლავის გამტარიანობაზე".
საერთო ჯამში გლუკოზამინის საკვებდანამატები, ხელს უწყობს დაზიანებული ქსოვილის აღდგენას და ებრძვის ნაწლავურ ანთებას.
3. TMJ სიმპტომების მოხსნა
TMJ არის დაავადება, რომელიც ყბის-მანიბულურ სახსართან, იგი საკმაოდ გავრცელებული დარღვევაა ახალგაზრდებში. ასეთ დროს რთულია საუბარი, კვება და ზოგადად ნორმალური ფუნქციონირება.
როგორ ებრძვის გლუკოზამინი TMJ სიმპტომებს?
კვლევები აჩვენებს, რომ გლუკოზამინი ხელს უწყობს სიმპტომების და ტკივილის შემსუბუქებას რომელიც გავლენას ახდენს ყბაზე.
ამ მხრივ გლუკოზამინი ისეთივე ეფექტურია, როგორც იბუპროფენი. დაახლოებით 500-დან 1500 მილიგრამი გლუკოზამინის გამოყენება ყოველდღიურად, რამდენიმე თვის განმავლობაში დაგეხმარებათ შეამსუბუქოთ ეს პრობლემა, ხოლო საუკეთესო შემთხვევაში კი განიკურნოთ მისგან.