ამერიკული ბესტსელერი ბრენდი RULE-1

როგორ უნდა შევარჩიოთ სპორტული დანამატები ბრენდების მიხედვით?
საკვები დანამატების შერჩევისას პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ბრენდის ან მწარმოებელი კომპანიის სანდოობა და ცნობადობა. კარგი ბრენდები წლების მანძილზე მუშაობენ საუკეთესო საკვები დანამატების წარმოების მიმართულებით, რათა სპორტით, ფიტნესით და ბოდიბილდინგით დაკავებული ადამიანების საჭიროებები მაქსიმალურად დააკმაყოფილონ. ასეთი კომპანიის დანამატები დროშია გამოცდილი და მათ მიერ შემუშავებული ფორმულები ემყარება სამეცნიერო კვლევებს.

ერთ-ერთი ასეთი ამერიკული ბესტსელერი ბრენდია RULE-1, რომელზეც უფრო ვრცლად მოგიყვებით ამ ბლოგში.

საკვებ დანამატების ბაზარზე, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხარისხის ნიშანი გახლავთ გაყიდვები. ამ მხრივ კი RULE-1-ს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ისეთ ონლაინ პლატფორმებზე, როგორიცაა: www.muscleandstrenght.com და www.bodybuilding.com . რაც მთავარია, აქვს მომხმარებლის დადებითი გამოხმაურება და შეფასება.

RULE-1-მა ქართველი მომხმარებლებიც არ დატოვა გულგრილი. ზუსტად 1 წლის წინ, კომპანია „ვიტამინი“ გახდა ბრენდის ექსკულუზიური წარმომადგენელი საქართველოში, ძალიან მოკლე დროში კი, ბრენდის ყველა პროდუქტმა გაყიდვების რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

 

ამიტომ, გადავწყვიტეთ დღევანდელ ბლოგში მოგიყვეთ უფრო მეტი, „ვიტამინის“ ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდის RULE-1-ის შესახებ.

 

 მაღალი ხარისხი - ბრენდის მთავარი ხელწერა                                             

კომპანია RULE-1-ს, საინტერესო და მრავალფეროვანი დანამატების ხაზი აქვს, ეს კი იმას ნიშნავს რომ თითოეულ პროდუქტზე და მის შემადგენლობაზე წინასწარ კარგად აქვთ ნაფიქრი. RULE-1-ს - გააჩნია უახლესი წარმოების ობიექტი, რომელიც მდებარეობს აშშ-ი, კერძოდ ილინოისში, სადაც დანამატების წარმოებისას იყენებენ პრაქტიკულ მიდგომას.

RULE-1-ის პროდუქტები იწარმოება  უახლესი ტექნიკის დაწესებულებაში, ნუტრივოში.(ნაჩვენებია სურათზე) ეს შთამბეჭდავი საწარმო  არის GMP სერტიფიცირებული, სადაც უახლესი ტექნოლოგიით ხდება პროდუქტის შეფუთვა, დახარისხება, თუ ტრანსპორტირება.

 

 RULE-1-ის მთავარი სიძლიერის წყარო.

 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე რაზეც RULE-1-ამახვილებს არის ნედლეულის მოპოვება. კომპანია მაქსიმალურად ცდილობს წარმოებისას გამოიყენოს სუფთა, ჯანსაღი და კარგად გამოკვლეული ნივთიერებები, რომლებიც აკმაყოფილებენ უსაფრთხოების მკაცრ სტანდრტებს, რათა შექმნან სანდო და ინოვაციური ფორმულით, მაღალი ხარისხის საკვები დანამატები.

 

განვიხილოთ რამდენიმე პროდუქტი, რის შემდეგაც თავად დარწმუნდებით გამორჩეული ხარისხის ჭეშმარიტებაში.

რაც მთავარია, ქვემოთ განხილული ყველა პროდუქტის შეძენა შეგიძლიათ ვიტამინში.

 

1.RULE-1 -100% WHEY PROTEIN ISOLATE

 

მაღალი ბიოლოგიური შემადგენლობის მქონე, 100% სუფთა შრატის იზოლატის და ჰიდროიზოლატის კომბინირებული ფორმულა  , რომელიც  დაგეხმარებათ სწრაფად და ეფექტიანად მოიმატოთ მშრალი კუნთოვანი მასა. ეს პროდუქტი დამზადებულია თანამედროვე ტექნოლოგიით და ამ მიზეზით გააჩნია ძალიან სწრაფი ათვისების უნარი ,რაც უზრუნველყოფს კუნთის ბოჭკოების სწრაფ აღდგენას.  ამ პროტეინში ერთიანდება  ამინომჟავების ფართო სპექტრი, ყელა შეუცვლელი ამინომჟავა და მათ შორის  დიდი რაოდენობით Bcaa (6 გ თითოეულ პორციაზე)

RULEl-1 WHEY  PROTEIN ISOLATE  თითოეულ პორციაზე შეიცავს  25 გრამ უმაღლესი ხარისხის ცილას, 2 გრამ ნახშირწყალს და 1 გრამზე ნაკლებ შაქარს.მნიშვნელოვანია ის ფაქტიც რომ, საერთოდ  არ შეიცავს არაჯანსაღ  ცხიმებს და  მისი მიღება შესაძლებელია როგორც წონის კლების, ასევე მშრალი კუნთოვანი მასის მატების დროსაც.

 

აღნიშნული პროტეინი ასევე არ შეიცავს გლუტენს, ლაქტოზას და ქოლესტერინს.

 

RULE-1 PROTEIN -ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:

შეიცავს 100% იზოლატის და ჰიდროიზოლატს (არ შეიცავს კონცენტრატს)

ზრდის მშრალ კუნთოვან მასას

არ შეიცავს არაჯანსაღ ცხიმებს და პრაქტიკულია მათთვისაც, ვისაც სურს წონის კლება.

შეიცავს ამინომჟავების სრულ სპექტრს

გამოირჩევა კარგი ხსნადობით და სასიამოვნო არომატით

არ შეიცავს გლუტენს

 

 

ვიტამინში RULE-1-ის პროტეინი წარმოდგენილია სხვადასხვა მოცულობაში, რაც ნებისმიერი მომხმარებლისთვის პრაქტიკულს ხდის მის შეძენას.

 

2. RULE-1 - Charged Creatine გაერთიანებულია კარგად ნაფიქრი გამოკვლეული ინგრედიენტები, რომლის დანიშნულებაც არის, კუნთის, ძალისა და ინტენსივობის ზრდა. პროდუქტში გაერთიანებულია 3 სხვადასხვა სახის კრეატინი, მწვანე ყავა, გუარანა და კონცენტრირებული ჩაის ფოთლის ექსტრაქტი. თითოელი პორცია ასევე შეიცავს 500მლ ელექტროლიტების ნარევს, რომელიც ხელს უწყობს ოფლის შედეგად დაკარგული აუცილებელი მინერალების ბალანსის შევსებას.(კალიუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი და ქლორიდი) მსგავსი ფორმულით შექმნილი პროდუქტი თქვენს ორგანიზმს ნამდვილად დაეხმარება მძიმე და ინტენსიური ვარჯიშების ენერგიულად ჩატარებაში.

 

RULE-1 - Charged Creatine ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:

ხელს უწყობს ენერგიის და ძალის ზრდას.

ორგანიზმს ამარაგებს ოფლის შედეგად დაკარგული აუცილებელი მინერალებით.

ზრდის კუნთოვან მასას.

ამაღლებს მენტალურ განწყობას.

ZERO დამატებული შაქარი

ZERO შემავსებლები

ZERO აკრძალული ნივთიერებები


3. RULE-1 - Fish Oil Softgels

ადამიანის ორგანიზმისთვის ომეგა-3ს მრავალმხრივი სარგებლის მოტანა შეუძლია: სახსრების პროფილაქტიკა, გულ-სისხლძარღვთა და ტვინის გამართული მუშაობა, კუნთების რეაბილიტაცია და ასე შემდეგ.... Rule1-ის თევზის ქონი არის ორი კონკრეტული ტიპის ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების კონცენტრირებული წყარო. (დოკოზაჰექსაენოინის მჟავა (DHA) და ეიკოსაპენტაენოინის მჟავა (EPA). ორივე DHA და EPA ითვლება აუცილებელ საკვებ ნივთიერებებად, რადგან ჩვენს სხეულს არ შეუძლია მათი ეფექტიანად წარმოება. განსაკუთრებულად DHA აუცილებელია გონების გამართულად მუშაობისთვის, რადგან ტვინის უმეტესი ნაწილი აღნიშნული ცხიმოვანი მჟავისგან შედგება.

თითოეულ აბში შედის 1000მლ თევზის სუფთა ქონი.

 

მთელ მსოფლიოში ყველა ადამიანი განიცდის ომეგა-3 ის დეფიციტს, ამიტომ მისი მიღება აუცილებელია  დანამატის სახით.

RULE-1 - Omega 3 fish oil აქვს უნარი, ადამიანის ორგანიზმში არსებული დანაკლისი შეავსოს ყოველდღიურად.

 

RULE-1 - Omega 3 fish oil პრაქტიკული ღირებულებები და მახასიათებლები:

1000 მგ სუფთა თევზის ქონი

300 მგ მთლიანი ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები

უზრუნველყოფს ორგანიზმის გამართულ ფუნქციონირებას.

 

4. RULE-1 - Pre Train

RULE-1- PRE-TRAIN  არის ახალი ტექნოლოგიით, თანამედროვე ნივთიერებების ბაზაზე დამზადებული ენერგეტიკი, რომელიც პრაქტიკულ დახმარებას გაგიწევთ ისეთი მიმართულებებით როგორიცაა: ენერგიის მობილიზება, ფოკუსირებისა თუ კონცენტრაციის ამაღლება, დაღლილობისა და სისუსტის შემცირება, კუნთის დროული ტონუსირება (PUMP). ამ პროდუქტის მეშვეობით  თქვენი ვარჯიში ბევრად ხარისხიანი გახდება.

Rule-1- PRE-TRAIN შეიცავს ისეთ ძლიერ და აქტიურ ნივთიერებებს როგორებიცაა:

Beta Alanine:  კლინიკურად დამტკიცებულია, რომ  Beta Alanine ორგანიზმში ერთიანდება სხვა ამინომჟავებთან ერთად რომლებიც უკეთ ებრძვიან კუნთების დაღლილობას , მატებს გამძლეობას  და აჩქარებს კუნთების აღდგენას.

Nitrosigine: ეს არის არგინინის დამუშავებული და გაძლიერებული ფორმა აზოტის ოქსიდის სწრაფი წარმოებისთვის, რაც უზრუნველყოფს სისხლძარღვების გაფართოვებას და სისხლის მიმოქცევის აჩქარებას რაც თავის მხრივ ზრდის ენერგიის დონეს და კუნთებში საკვები ნივთიერებების მიწოდების  სისწრაფეს. ამგვარი ქიმიური პროცესის შემდგომ ორგანიზმში იწყება ინტენსიური ფამფი და ვარჯიშიც გაცილებით პროდუქტიული ხდება.

Taurine: ითვლება აუცილებელ საკვებ ნივთიერებად, რომლის მეშვეობითაც ხდება  ფიზიკური ასპექტების გაუმჯობესება. მაგალითად: კუნთის სიძლიერე, დაჩქარებული აღდგენა ვარჯიშის შემდეგ, ტკივილის შემცირება კუნთის მიდამოებში. ასევე მას აქვს უნარი, ორგანიზმში გაზარდოს ძალის წარმომქმნელი ორგანული ნივთირება ( აქტინი და მიოზინი).

 

RULE-1- PRE-TRAIN -ის ძირთადი თვისებები და მახასიათებლები:

 მატებს ძალას და ენერგიას

 უზრუნველყოფს ფამფს

 აძლიერებს გონებრივ კონცენტრაციას ვარჯიშის პროცესში

 შეიცავს კოფეინის წყაროების დაბალანსებულ კონცენტრაციას

 

5.Rule-1- energized fruits & greens


აღნიშნული პროდუქტი თამამად შეგვიძლია მივაკუთვნოთ SUPER FOOD კატეგორიას. ამის თქმის საფუძველს კი მისი უნიკალური შემადგენლობა გვაძლევს სადაც გაერთიანებულია 13 ხვადასხვა სახის ხილისა თუ ბოსტნეული ჯანსაღი ნივთიერებები, ისეთები როგორიცაა: კომბოსტო, ველური მოცვი, ისპანახი, ბროწეული, ტკბილი კარტოფილი, ჭარხალი, კიტრი, ჟოლო, ყვავილოვანი კომბოსტო, სტაფილო, ვაშლი, ბროკოლი და მოცვი. ასევე მასში შედის მწვანე ჩაის, ყავის და გუარანას ექსტრაქტი. ხილისა თუ ბოსტნეულის ცოცხალი კომბინაცია  დაგეხმარებათ  მეტაბოლიზმის მოწესრიგებაში, იმუნიტეტის გაძლიერებასა და მენტალურ ჯანმრთელობაში.

RULE-1- energized fruits & greens ის მიღება რეკომენდირებულია როგორც პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენებისათვის, ასევე უბრალოდ ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარი ადამიანებისათვის.

 

RULE-1 - energized fruits & greens ძირითადი მახასიათებლები:

აძლიერებს იმუნიტეტს

აწესრიგებს მეტაბოლიზმს

მდიდარი ბოჭკოვანი ნივთიერებებით, რომელიც თქვენს ორგანიზმს დაეხმარება მომნელებელი სისტემის გამართულ ფუნქციონირებასა და დეტოქსიკაციაში.

ზრდის ენერგიას და მენტალურ განწყობას.

 

კომპანია Rule 1-ი ღირსეულად ქმნის ახალ ისტორიას საკვები დანამატების ინდუსტრიაში და რაც მთავარია გელოდებათ ვიტამინში, რათა საკუთარ თავზე გამოსცადოთ Rule 1-ის უმაღლესი ხარისხი.