HMB გზამკვლევი საკვები დანამატი

HMB ერთ-ერთი ყველაზე საიმედო საკვებდანამატია კუნთოვანი მასის შენების დროს. იგი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს 1990-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე. ცნობილი ფაქტია, რომ ბოდიბილდერები დიდ ყურადღებას აქცევენ ვარჯიშის დროს ყველა იმ დეტალს, რაც კუნთოვანი მასის განვითარებაში დაეხმარებათ. HMB- კი ზუსტად ამ სტანდარტებს აკმაყოფილებს. იგი ყველა დანამატისგან განსხვავებულად მუშაობს და ამიტომაც მიენიჭა „გზამკვლევი“ საკვებდანამატის სტატუსი.

 მიუხედავად მისი პოპულარობისა, ბოლო წლების განმავლობაში ცოტამ თუ იცის. როგორ მუშაობს და რა როლს ასრულებს HMB. ამიტომაც დღევანდელ ბლოგში გიამბობთ ყველა იმ საჭირო ინფორმაციას რაც უნდა იცოდეთ HMB-ის შესახებ.

რა არის HMB?

HMB-ი (იგივე ბეტა-ჰიდროქსი ბეტა-მეთილბუტირატი) არის ამინომჟავის ლეიცინის სტანდარტული დაშლის შედეგად მიღებული ნივთიერება. მას ასევე უწოდებენ ლეიცინის მეტაბოლიტს, რადგან იგი მიიღება შეუცვლელი ამინომჟავის შედეგად. HMB წარმოიქმნება ჩვენს ორგანიზმში არსებული ცილებისგან და ასევე მცირე რაოდენობით გვხვდება საკვებ რაციონში როგორიცაა ლოქო (ლოქოსებრთა ოჯახის თევზი) და იონჯა (მრავალწლიანი თაფლოვანი მცენარე).

როგორ მუშაობს HMB?

HMB ხელს უწყობს  პროტეოლიზის შენელებას. (ცილის დეგრადაციის პროცესი, რომლის დროსაც უჯრედის ცილები შეიძლება მთლიანად დეგრადირდეს). მიუხედავად იმისა, რომ იგი ითვლება კუნთოვანი ქსოვილის დაშლის ბუნებრივ პროცესად, ფიზიკური დატვირთვის დროს, აუცილებლად საჭიროებს ჩვენი მხრიდან დაკვირვებას, მით უმეტეს თუ ვარჯიშობთ მძინე წონებით HMB კუნთებს აღდგენის განსხვავებულ შესაძლებლობას აძლევს, კერძოდ, ვარჯიშის შემდეგ კუნთების დაშლას და ცილების დეგრადაციის პროცესს მინიმუმამდე ამცირებს. ეს ნიშნავს, რომ თქვენი სხეული დიდხანს რჩება ანაბოლურ მდგომარეობაში, რაც განვითარების მეტ საშუალებას გაძლევთ.

HMB საკვები დანამატის სახით, პირველად აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოიყენა. მათ მიერ ჩატარებულმა ტესტმა აჩვენა, რომ HMB-ის გამოყენების შედეგად, უფრო მეტად კუნთოვანი ქსოვილის გამომუშავება მოხდა, ხოლო ცხიმის, ძალიან მინიმალური რაოდენობით.

 ასევე, იგივე უნივერსიტეტმა ჩაატარა ახალი კვლევა, სადაც მონაწილეობა მიიღო 40-მა მამაკაცმა, რომლებიც ვარჯიშობდნენ 4 კვირის განმავლობაში. შედეგად დადგინდა, რომ ისინი ვინც იღებდნენ 3 გრამ HMB-ის დღეში, უფრო მეტად შეძლეს კუნთოვანი ქსოვილის განვითარება (ამავდროულად, მათი ცხიმის პროცენტული მაჩვენებელიც შემცირდა).

აქვს თუ არა HMB-ის რაიმე გვერდითი ეფექტი?

ამ კუთხით კვლევები ჩატარდა ფაქტიობრივად ყველა ტიპის ადამიანზე. (საერთო ჯამში ჩატარდა 9 სახის სხვადასხვა კვლევა, სადაც მონაწილეობა მიიღეს მამაკაცებმა, ქალებმა, მოხუცებმა და ბავშვებმაც კი.) HMB-ის საკვებ დანამატებს არანაირი გვერდითი ეფექტები არ აღმოაჩნდა, პირიქით მან დადებითი გავლენა მოახდინა კუნთოვან ქსოვილზე, სხეულის საერთო ცხიმის შემცველობაზე, არტერიულ წნევასა და ქოლესტეროლზე.

შესაძლებელია თუ არა HMB-ის მიღება სხვა დანამატებთან ერთად?

HMB ჩვეულებრივ მიიღება სხვა საკვებ დანამატებთან ერთად, (პროტეინი, გლუტამინი, კრეატინი, ნახშირწყლები და ა.შ). არსებობს კომპლექსური ტიპის საკვები დანამატები რომლებიც შეიცავს HMB-ის. (მაგალითად გეინერი, ან პროტეინი.) რეალურად HMB-ის მიღება სხვა საკვებ დანამატებთან ერთად მხოლოდ და მხოლოდ დადებით ეფექტს მოახდენს. მაგალითისთვის: კრეატინის მეშვეობით შეძლებთ განავითაროთ ძალა და გამძლეობა, ხოლო ამ დროს, HMB-ის მიღება შეამცირებს კუნთების დაშლის პროცესს და დადებითად იმოქმედებს აღდგენით პროცესზე.

როგორ უნდა მიიღოთ HMB-ი?

HMB-ის მიღება რეკომენდებულია ადამიანის ინდივიდუალური წონის შესაბამისად. (სხვსაკვები დანამატების მსგავსად, რომლებიც განსაკუთრებით დიდ გავლენას ახდენენ კუნთის შენების პროცესებზე.) ზოგადი მიღების წესი კი ასეთია: (60 კგ) წონის მქონე ადამიანებისთვის საკმარისია დღეში 2 გრამი, ხოლო (60კგ) ზევით ადამიანებისთვის რეკომენდებულია დღეში 4 გრამი.

თუმცა, მისი გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ერთ მიღებაზე უნდა მიიღოთ მხოლოდ 1გრ. მაგალითად, თუ თქვენ ხართ 60კგ-ზე მეტი, მიიღეთ 1 გრამი 4-ჯერ, დღის სხვადასხვა პერიოდში.

საერთო ჯამში HMB-ის გამოყენებით შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი სარგებელი:

მშრალი კუნთის ეფექტიანი მატება,

 კატაბოლიზმის შემცირება,

ვარჯიშის დასრულების შემდგომ უკეთესი აღდგენა,

ცხიმის საერთო მოცულობის შემცირება,

 გამძლეობის გაუმჯობესება.