Dennis James Signature Series Creatine Monohydrate არის პრემიუმ ხარისხის საკვები დანამატი, რომელიც შექმნილია თქვენი სპორტული მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად და ფიტნეს მიზნების მისაღწევად. ის შეიცავს კრეატინს მიკრონიზებული ფორმით, რომელიც სწრაფად შეიწოვება, რათა კუნთებს მიეწოდოს საწვავი მაღალი ინტენსივობით და უფრო ხანგრძლივი ვარჯიშების შესასრულებლად. უკეთესი შეწოვის სიჩქარე ნიშნავს უფრო სწრაფ შედეგებს და უკეთეს შესრულებას.
ამ დანამატის თითო პორცია შეიცავს 3 გრამ სუფთა კრეატინის მონოჰიდრატს, რომელიც ცნობილია იმით, რომ აუმჯობესებს ძალასა და სიმძლავრეს მაღალი ინტენსივობის აქტივობების დროს ATP-ის სწრაფი რესინთეზირებით. ის ასევე ასტიმულირებს ცილის სინთეზს, რაც დაგეხმარებათ კუნთოვანი მასის მომატებასა აღდგენის ხელშეწყობაში.
ეს დანამატი 100%-ით სუფთაა, შემავსებლების გარეშე, რაც მას უსაფრთხო და ეფექტურ დანამატად აქცევს ვარჯიშის შემდგომ მისაღებად, ძალისა და სიმძლავრის გასაუმჯობესებლად. იდეალურია სპორტსმენებისთვის, ბოდიბილდერებისთვის და ფიტნესის მოყვარულებისთვის, რომელთაც სურთ თავიანთი მაჩვენებლების ახალ დონეზე აყვანა.
Dennis James Signature Series Creatine Monohydrate ძალიან სასარგებლოა კუნთების მოცულობის გასაზრდელად. ის ზრდის თქვენი კუნთოვანი უჯრედების წყლის შემცველობას, რაც იწვევს უჯრედების მოცულობის გაზრდას. უჯრედების მოცულობა ძალიან მნიშვნელოვანია ამინომჟავების უჯრედში შეღწევისთვის. ეს ხელს უწყობს კუნთების უკეთეს ზრდას.
დადებითი თვისებები:
- შეიცავს 100% მიკრონიზირებულ კრეატინ მონოჰიდრატს;
- აძლიერებს ATP-ს რესინთეზს
- ახდენს კუნთის უჯრედის ჰიდრატაციას
- არ შეიცავს კალორიებს, ნახშირწყალსა და შაქარს
- 1 სერვინგზე შეიცავს 3 გრ კრეატინს;
- ზრდის კუნთის ზომას, ძალას და გამძლეობას;
- მაღალი ინტენსიური ვარჯიშის დროს ზრდის პერფომანსს;
მიღების წესი და დოზირება:
1 სერვინგი გახსენით 200-250მლ წყალში. მიიღეთ ვარჯიშის წინ და/ან ვარჯიშის შემდეგ .
გაფრთხილება:
არ მიიღოთ ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში. შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება და მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის, თუ გაგიჩნდათ უჩვეულო სიმპტომები, თუ შეამჩნიეთ კანზე გამონაყარი ან მოგცათ სხვა ალერგიული რეაქცია. არ მიიღოთ 18 წლამდე ასაკის ადამიანებმა.ამ პროდუქციის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან თუ თქვენ მკურნალობთ ან გარკვეული დიაგნოზი გაქვთ დასმული რაიმე დაავადებაზე, ან ღებულობთ მედიკამენტურ საშუალებებს. ამ პროდუქციის არასწორი მიღება ვერ მოგცემთ შედეგებს, ამიტომ გამოიყენეთ მხოლოდ ისე, როგორც არის მითითებული. შეინახეთ გრილ და მშრალ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.



მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.