Dennis James Signature Series Glutamine Micronized არის უმაღლესი ხარისხის გლუტამინის დანამატი, რომელიც შექმნილია ორგანიზმის მიერ ადვილად შეწოვისა და გამოყენებისთვის. ის მიკრონიზებულია ხსნადობის გასაუმჯობესებლად და დამზადებულია სუფთა, ფარმაცევტული ხარისხის ინგრედიენტებისგან მაქსიმალური სიძლიერისა და ეფექტურობის უზრუნველსაყოფად.
გლუტამინი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამინომჟავა, რომელიც ადამიანის ორგანიზმის ბევრ ასპექტზე გააჩნია გავლენა და წარმოადგენს ცილის სამშენებლო ბლოკს. ვარჯიშის პირობებში, იგი გვეხმარება აღდგენაში და ამცირებს დაღლილობასა და ტკივილს კუნთებში.
გარდა ამისა, გლუტამინი მნიშვნელოვანია იმუნური ფუნქციისთვის და ხელს უწყობს ორგანიზმის ბუნებრივ დაცვას დაავადებებისა და ინფექციებისგან. ის ასევე მონაწილეობს ნაწლავის ლორწოვანი გარსის შენარჩუნებაში, რომელიც შეიძლება დაზიანდეს ფიზიკური სტრესის პერიოდებში.
გლუტამინი წარმოადგენს კუნთებში არსებული ამინომჟავების 60%-ს და ორგანიზმში მთლიანად არსებული ამინომჟავების 20%-ზე მეტს. კვლევებმა დაადასტურა გლუტამინის დადებითი ეფექტი კანის უჯრედული ქსოვილის აღდგენაშიც. ამიტომ მედიცინაში მას აქტიურად უნიშნავენ დამწვრობის მქონე პაციენტებს.
სპორტსმენებისთვის გლუტამინი ერთ-ერთი ყველაზე მნშვნელოვანი ამინომჟავაა, რომელიც ეხმარება ორგანიზმს ენერგიის აღდგენაში და ზრდის მის შესაძლებლობებს. ძილის წინ მისი მიღება ასტიმულირებს ორი უმთავრესი ჰორმონის, ზრდის ჰორმონისა და მელატონინის გამოყოფას. მელატონინი გვეხმარება ღრმა ძილში, ხოლო ზრდის ჰორმონი კუნთოვანი ქსოვილის ზრდაში. მოზარდებში ზრდის ჰორმონი პასუხისმეგებელია როგორც კუნთოვანი, ასევე ძვლოვანი სისტემბის ზრდაზე.
დადებითი თვისებები:
– აჩქარებს კუნთის აღდგენას
– ამცირებს დაღლილობასა და ტკივილს კუნთებში
– მონაწილოებს ცილის სინთეზში
– ბლოკავს კატაბოლურ პროცესებს
– მატებს ენერგიას და გამძლეობას
– მონაწილეობს ნაწლავის ჯანმრთელობაში
– უზრუნველყოფს იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებას
– ეხმარება კანის ქსოვილს დამწვრობის შემდეგ სწრაფ აღდგენაში
მიღების წესი და დოზირება:
გახსენით 1 პორცია (1 კოვზი – 5გ) 150-200 მლ წყალში და მიიღეთ 1-2-ჯერ დღეში. დილით უზმოზე, ვარჯიშის მერე ან ძილის წინ.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.



მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.