Dexter Jackson Black Series Turbo BCAA განკუთვნილია ენერგიისა და აღდგენის გასაზრდელად ვარჯიშის დროს და ვარჯიშის შემდეგ. განშტოებული ჯაჭვის ამინომჟავები (Turbo BCAA) შედგება სამი ამინომჟავისგან - ლეიცინი, ვალინი და იზოლეიცინი.
BCAA გამოიყენება სხეულის მიერ, როგორც დამატებითი ენერგიის წყარო, ინტენსიური ვარჯიშის დროს. BCAA არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო, როდესაც ნახშირწყლების მარაგი ამოწურულია. იგი წარმოადგენს ერთგვარ დამცავს ჩვენი კუნთებისთვის, რათა კატაბოლურ პირობებში არ მოხდეს კუნთის დაშლა. BCAA-ში შემავალი უმნიშვნელოვანესი ამინომჟავა - L-ლეიცინი მონაწილეობს ცილის სინთეზში და კუნთების მშენებლობისა და შენარჩუნების საკვანძო ფაქტორია.
დადებითი თვისებები:
- უზრუნველყოფს ვარჯიშის შემდგომ აღდგენას
- ზრდის ენერგიასა და გამძლეობას
- აუმჯობესებს როგორც აერობულ, ასევე ანაერობულ შესაძლებლობებს
- მონაწილოებს მშრალი კუნთოვანი მასის ზრდაში
- აძლიერებს ცილის სინთეზს
გამოყენების წესი:
ბლენდერის ან შეიკერის გამოყენებით, შეურიეთ დაახლოებით 1 კოვზი 230-350 მლ ცივ წყალში და შეანჯღრიეთ 10-30 წამის განმავლობაში, სანამ ფხვნილი ერთგვაროვან მასას არ მიიღებს. მიიღეთ ვარჯიშამდე, ვარჯიშის დროს ან ვარჯიშის შემდეგ.
გაფრთხილება:
პროდუქტის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის პირებისთვის, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. თუ იმყოფებით სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ან გაწუხებთ ქრონიკული დაავადებები (მათ შორის: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები, მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი ან პროსტატის ჰიპერტროფია), დანამატის მიღებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. შეინახეთ მშრალ, გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.



მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.