დაწყების თარიღი - 17 დეკემბერი
საერთაშორისო ფიტნეს კურსი (მხარდაჭერილი ლეგენდები მიერ) - გახლავთ ყველაზე სრულყოფილი სასწავლო სპორტული კურსი, რომელიც შექმნილია, როგორც პროფესიონალი სპორტსმენებისთვის, ასევე სპორტის მოყვარულთათვის, ვისაც სურს და სჭირდება პრაქტიკული და თეორიული სპორტული ცოდნის განვითარება და ამაღლება.
კურსი გამორჩეულია, სამი ფაქტორის გათვალისწინებით:
1. ლექციებს წაიკითხავენ და პრაქტიკულ სწავლებას ჩაატარებენ, ქვეყნის წამყვანი სპეციალისტები დარგის შესაბამისად:
ვალიკო იჩქითი - ISSA სერტიფიცირებული სპორტული ნუტრიციისა და საკვები დანამატების სპეციალისტი
ვალიტა გორელჩანიკი - ორგზის მსოფლიო და ექვსგზის ევროპის ჩემპიონი სამჭიდში. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. მეთოდისტი
გიორგი გორაშვილი - Power Max-ის დირექტორი, მეცნიერებათა დოქტორი, სპორტის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სპორტის ოსტატი. საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული და პრიზიორი ბოდიბილდინგსა და ძალისმიერ სამჭიდში.
ზურა კახაბრიშვილი - საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი. საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარი ექიმი. ძალოსნობის, ძიუდოსა და სამბოს ევროპისა და მსოფლიო სამედიცინო და ანტიდოპინგური კომიტეტების წევრი. სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ლექტორი
მიშა ანდღულაძე - სპორტის ოსტატი ძალისმიერ სამჭიდსა და ბოდიბილდინგში. სნეპ-ფიტნესის მთავარი მწვრეთნელი
ტატო ჯოგლიძე - მატა აკადემიის დამფუძნებელი. IFBBElit-Pro ბოდიბილდერი, არნოლდ კალსიკის ბრინჯაოს მფლობელი. ორგზის გრანპიქსის აბსოლუტური ჩემპიონი.
ბაჩო წიკლაური - 12 რაუნდი ბოქსის კლუბის თანადამფუძნებელი, დირექტორი და სამწვრთნელო სკოლის დამფუძნებელი. IFBB grand prix armenia master Men's
Physique - გამარჯვებული. IFbb president santonja world cup 2023 - Master Men's Physique 40-49 Years, Open - გამარჯვებული
გიორგი ჭინჭარაული - მძლეოსანთა ეროვნული ნაკრების ექიმი.
ირაკლი შენგელია - რეაბილიტოლოგი. ტრამვებთან პრაქტიკული მუშაობისა და პრევენციების მასტერკლასების ხელმძღვანელი
მანანა წვერავა - ევროპული (EAGT) აკრედიტაციის გეშტალტ ფსიქოთერაპევტი. გიმნაზია სპორტის ბავშვთა და მოზარდთა ჯგუფების ფსიქოთერაპევტი
2. კურსის ფარგლებში გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა პირადად შეხვდეთ ბოდიბილდინგის ლეგენდებს და კურსის ბოლოს გადმოგეცემათ საერთაშორის სერთიფიკატი მათივე ხელმოწერით:
- კაი გრინი - მეტსახელად (The People’s Champion) - ყველაზე პოზიტიური ბოდიბილდერი - ხალხის ჩემპიონი
- კევინ ლევრონი - მეტსახელად (Uncrowned King) - ბოდიბილდინგის ლეგენდა - უგვირგვინო მეფე
- რონი კოულმენი - მეტსახელად (The King) - 8X Mr. Olympia winner
3. ასევე, გექნებათ კიდევ ერთი უნიკალური შესაძლებლობა, (ზუმ-ჩართვის საშუალებით) შეხვდეთ ქართული სპორტის ელიტის წარმომადგენლებს, მოისმინოთ მათი სიტყვა და პირადად დაუსვათ შეკითხვები:
- გენო პეტრიაშვილი - მრავალგზის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი. ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული თავისუფალ ჭიდაობაში
- გივი მაჭარაშვილი - მრავალგზის მსოფლიო და ევრობის ჩემპიონი. ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი თავისუფალ ჭიდაობაში
- ლევან საგინაშვილი - შვიდგზის მსოფლიო და ექვსგზის ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში. რეკორდსმენი, მსოფლიოს უძლიერესი მკლავჭიდელი
კურსის დეტალები :
- ლექციების ხანგრძლივობა: 90 წუთი
- კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე (კვირაში 2 ლექცია)
- ლექციების ძირითადი ფორმატი: ონლაინ (google meets/Zoom პლატფორმა)
- სემინარები და პირადი შეხვედრები კევინ ლევრონთან, კაი გრინთან და რონი კუოლმენთან (ექსკლუზიურად კურსის მონაწილეებისთვის)
- სერტიფიკატი: დამოწმებული საერთაშორისო და ქართული სპეციალისტების მიერ
კურსის დაწყების თარიღი: 10 დეკემბერი
გადახდა შესაძლებელია:
- თანხის ერთიანი გადახდით
- საბანკო განვადებით
- საქართველოს ნაწილ-ნაწილ სისტემით გადახდა (4 ეტაპად)
კურსის სილაბუსი:
ლექცია 1: კურსის მიზნები და შესავალი ბოდიბილდინგის სამყაროში
- კურსის გაცნობა
- მოკლე მიმოხილვა ბოდიბილდინგის ისტორიისა და მისი მნიშვნელობის
- მოტივაცია და მიზნების დასახვა ფიტნეს სამყაროში
ლექცია 2: კევინ ლევრონის გამოცდილება და მოტივაცია
- კევინ ლევრონთან პირადი შეხვედრა
- მისი კარიერული გზების მიმოხილვა და წარმატების საიდუმლოებები
- კევინ ლევრონის ექსკლუზიური სემინარი მხოლოდ კურსის მონაწილეებისთვის
ლექცია 3: ანატომია ფიტნესისთვის
- ძირითადი ჩონჩხის სისტემის ნაწილები
- კუნთების სისტემის როლი ვარჯიშის დროს
- ჰორმონები და მათი მნიშვნელობა
ლექცია 4: ფიზიოლოგია და ფიტნესის ეფექტი ჯანმრთელობაზე
- შიდა ორგანოებისა და სისტემების ფუნქციონირება
- ვარჯიშის გავლენა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე
ლექცია 5-6-7-8: კვების მნიშვნელობა და სტრატეგია ფიტნესში
- ნუტრიციოლოგიის ძირითადი პრინციპები
- კალორია და მეტაბოლიზმი
- კვების რაციონის ოფტიმიზირება
- კვების რეჟიმის შექმნა მიზნის შესაბამისად (წონის დაკლება/მატება)
ლექცია 9-10-11-12: საკვები დანამატები
- საკვები დანმატების შექმნის ისტორია
- ხარისხის მაკონტროლებელი ნიშნები
- დანამატების გამოყენების აუცილებლობა
- კლასიფიკაცია
- გამოყენების სწორი მეთოდები,დოზირება
ლექცია 13-14: ბიომექანიკა და ვარჯიშების ეფექტური შესრულება
- სავარჯიშო ტექნიკის ძირითადი პრინციპები
- ტრენაჟორების და ინსტრუმენტების სწორად გამოყენება
ლექცია 15: კუნთების ზრდის მეთოდები
- ჰიპერტროფიის პრინციპები
- სავარჯიშო პროგრამების აგება კუნთების ზრდისთვის
ლექცია 16: ტრავმების პრევენცია და მართვა
- ტრავმების ძირითადი ტიპები ფიტნესში
- მათი მართვის სტრატეგიები და რისკების შემცირება
ლექცია 17: პირველადი დახმარება
- პირველადი დახმარების წესები
- სპორტული ექიმების რჩევები
ლექცია 18: ფსიქოლოგიის როლი სპორტში
- ფსიქოლოგიური მომზადება და მოტივაცია
- როგორ გაუმკლავდეთ ფსიქოლოგიურ გამოწვევებს სპორტში
ლექცია 19: შეხვედრა ქართველ სპორტცმენთან
- როგორ შექმნათ წარმატებული კარიერა ფიტნეს სფეროში
- თქვენი უნარების და გამოცდილების გამოყენებასპორტული წარმატებისთვის
ლექცია 20: პერსონალური მარკეტინგი. მე - როგორც ბრენდი
- ბაზარზე სწორი პოზიციონირება
- მარკეტინგული აქტივობების დადგეგმვა/მართვა
- გაყიდვების სტიმულირება და გაუმჯობესება
ლექცია 21-22-23-24: პრაქტიკული სავარჯიშოები
- ოპტიმალური სავარჯიშოების ტექნიკები
- ინდივიდუალური ვარჯიშო პროგრამების შექმნა
- დინამიური ვარჯიშების მეთოდები
- ჯანმრთელობისა და ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება
ლექცია 25: რონი კოლიმენის სემინარი და კურსის სერტიფიკატები
- შეხვედრა რონი კოლიმენთან
- კურსის შეჯამება და სერტიფიკატების გადაცემა
პ.ს. ლექცია. შეხვედრა - კაი გრინთან (მიმდინარეობს თარიღის შეთანხმება)
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.