რა უნდა ვიცოდეთ სეროტონინის შესახებ?

სეროტონინი არის ქიმიური ნივთიერების ტიპი, რომელიც მოქმედებს როგორც ნეიროტრანსმიტერი. სეროტონინის მეშვეობით ტვინი აგზავნის სიგნალებს ერთი უბნიდან მეორეში. ასევე აკონტროლებს ნერვულ აქტივობას და ერთ ერთ მთავარ როლს თამაშობს ნეიროფსიქოლოგიური პროცესებში.

სეროტონინის მხოლოდ 2 პროცენტი გვხვდება ტვინში, ხოლო 95 პროცენტი წარმოიქმნება ნაწლავში, სადაც ის არეგულირებს ჰორმონალურ და ენდოკრინულ მოქმედებებს, ხოლო თავის ტვინში მუშაობს როგორც ნეიროტრანსმიტერი.

სეროტონინს ასევე უწოდბენ ტრიპტოფანის ქვეპროდუქტსაც, ეს არის აუცილებელი ამინომჟავა, რომელიც ცნობილია განწყობის რეგულირებისა და ჰორმონების ბუნებრივად დაბალანსების უნარით. ტრიპტოფანი გარდაიქმნება სეროტონად ტვინში და ხელს უწყობს სხვა აუცილებელი ამინომჟავების ხელმისაწვდომობას, რომელიც აკონტროლებს ადამიანის განწყობად და ამცირებს სტრესის ჰორმონების წარმოებას.

სეროტონინი გადასცემს სიგნალებს სხეულში არსებულ ნერვულ უჯრედებს, რაც შესაძლებლობას იძლევა რომ ტვინმა განახორციელოს იმ წუთისთვის აუცილებელი ფუნქციები.

ამიტომაც არის, რომ სეროტონინის დაბალმა კონცენტრაციან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ადამიანს.(დეპრესია, მოტივაციის და განწყობის დაქვეითება)

სეროტონინის ფუნქციები და სარგებელი

1. აუმჯობესებს განწყობას და მეხსიერებას

კვლევებმა აჩვენა, რომ ტვინში სეროტონინის დაბალი დონე იწვევს დეპრესიულ განწყობას და  მეხსიერებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ასევე ცნობილია, რომ სეროტონინი და ტრიპტოფანი მონაცვლეობით აწარმოებენ ნაწლავში სასიცოცხლო ფუნქციებს, რაც გავლენას ახდენს ნაწლავ-ტვინის ღერძის მუშაობაზე. ზუსტად ეს პროცესი უწყობს ხელს ადამიანის განწყობასა და კოგნიტურ ჯანმრთელობას.

ასევე მეცნიერებმა შეძლეს და გამოიკვლიეს რომ ტრიპტოფანის შემცირება პირდაპირ გავლენას ახდენს სეროტონინის წარმოებაზე.

2. არეგულირებს საჭმლის მონელებას

როგორც უკვე ავღნიშნეთ, სეროტონინის 95 პროცენტი წარმოიქმნება ნაწლავში. ამიტომ ლოგიკურია, რომ იგი ერთ ერთ მთავარ როლს თამაშობს ნაწლავის ჯანმრთელობაში.

როდესაც სეროტინინი გამოიყოფა, იგი ერთმანეთთან აკავშირებს იმ სპეციფიკურ რეცეპტორებს, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავის მოძრაობას და საკვების მონელებას.

ასევე სეროტონინი არეგულირებს მადას და აწარმოებს იმ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლის მეშვობითაც სწრაფად ხდება იმ საკვების აღმოფხვრა, რომლებიც განსაკუთრებით აღიზიანებენ საჭმლის მომნელებელ სისტემას.

3. სისხლის ჯანმრთელობა

სხეულს სტაბილურად სჭირდება საკმარისი რაოდენობის სეროტონინი, რათა სისხლი იყოს დაცული სხვადასხვა პრობლემებისგან.

სეროტონინი გამოიყოფა სისხლში, კერძოდ თრომბოციტებში, რომელიც მუშაობს ორგანიზმში წვრილი არტერიების შევიწროებაზე, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად მოხდეს სისხლის შედედება.

მოლეკულური მეცნიერების საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სეროტონინი მოქმედებს როგორც პოტენციური თერაპიული საშუალება დამწვრობის დროს. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სეროტონინი მნიშვნელოვნად აჩქარებს უჯრედების მიგრაციას და აუმჯობესებს ჭრილობების შეხორცების პროცესს.

როგორ აღმოფხვრათ სეროტონინის დეფიციტი?

არსებობს რამდენიმე ბუნებრივი გზა სეროტონინის დონის გასაძლიერებლად ფარმაცევტული მედიკამენტების საჭიროების გარეშე.

1. ანთების საწინააღმდეგო საკვები

ნაწლავის ჯანმრთელობა პროპორციულად ცვლის სხეულის უნარს, რათა გამოიმუშაოს სეროტონინი. ამიტომ მნიშვნელოვანია, მიირთვათ ანთების საწინააღმდეგო საკვები, რომელიც აუმჯობესებს ნაწლავის ჯანმრთელობას და ხელს უწყობს კარგი და ცუდი ბაქტერიების ბალანსს.

ამ კუთხით საუკეთესო საკვებია: ორაგული, კვერცხი, თხილი და ბოსტნეული.

ნაწლავში კარგი ბაქტერიების მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, ასევე სასარგებლოა პრობიოტიკური საკვები, ესენია: კეფირი, კომბუჩა, იოგურტი და ვაშლის სიდრი, რომელიც დაგეხმარებათ ნაწლავების ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.

ჯანსაღი ცხიმები: ავოკადო, ქოქოსისა და ზეითუნის ზეთი და ნაღები, რომელიც ხელს უწყობს ანთების შემცირებას და სეროტონინის ბუნებრივ გამომუშავებას.

2. ვარჯიში

კვლევებმა აჩვენა, რომ ვარჯიშს აქვს სასარგებლო გავლენა ტვინის ფუნქციონირებაზე, რადგან ის ახდენს ნეიროტრანსმიტერების დოფამინის, სეროტონინის და ნორადრენალინის მოდულირებას.

ეს ქიმიური „მესენჯერები“ ხელს უწყობენ ხარისხიან ვარჯიშს, რომელიც თავის მხრივ გავლენას ახდენს ტვინის მუშაობაზე და ნევროლოგიური დარღვევების გაუმჯობესებაზე.

3. მზის შუქი

სეროტონინის ნეიროტრანსმიტერი არ იწარმოება სათანადოდ, თუ მზის შუქს საკმარისად არ იღებთ. კვლევებმა აჩვენა, რომ არსებობს პირდაპირი კავშირი მზის შუქსა და სეროტონინის გამომუშავებას შორის. დადასტურებულია, რომ მზის სხივების ზემოქმედება იწვევს ტვინის ქიმიური ნივთიერებების გამოთავისუფლებას.