როგორ გადავამოწმოთ Muscletech-ის ავთენტურობა

კომპანია MuscleTech-ი საკვები დანამატების ინდუსტრიაში უდიდესი ისტორის მქონე ამერიკული ბრენდია, რომელიც თითქმის 30 წელია, აწარმოებს უმაღლესი ხარისხის საკვებდანამატებს. ბრენდის დევიზია: მეტი კვლევა, მუდმივი განვითარება და ახალი ინოვაცია. ამ სიტყვების არაერთი მტკიცებულება არსებობს. მაგალითად, 1996 წელს MuscleTech-მა შექმნა Cell-tech-ის სახელით ცნობილი საკვებდანამატი, რომელიც თავის კატეგორიაში დღემდე უკონკურენტოა.  ამჟამინდელი მონაცემებით,მათი პროდუქტის რეალიზება 140-ზე მეტ ქვეყანაში მიმდინარეობს.

MuscleTech-ი გვთავაზობს საკვები დანამატების მრავალფეროვან და ინოვაციურ ხაზს, რომელიც აკმაყოფილებს ყველანაირი მიზნის მქონე ადამიანის მოთხოვნილებებს.Mucletech-ის საკვები დანამატები მზადდება უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით, რომელიც მოწმდება რამდენიმე სახის სერთიფიცირებულ ლაბორატორიაში.

ბრენდის არაერთი წარმატების გამო, დღეს ბევრი ფალსიფიცირებული კომპანია ცდილობს Muscletech-ის პროდუქციის მიბაძვასა და გაყალბებას, სადაც გამოიყენება დაბალი ხარისხის შეუმოწმებელი ინგრედიენტები, რომელიც შესაძლოა საზიანოც კი აღმოჩნდეს ჯანმრთელობისთვის.

კომპანიისთვის ავთენტურობის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ჩანს იქიდან, რომ Muscletech-ი გახლავთ პირველი კომპანია,რომელიც იყენებს SURYS-ის ინტეგრირებულ სისტემას. ეს არის ინდუსტრიის წამყვანი ციფრული უსაფრთხოების ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას გაძლევთ მუდმივად თვალყური ადევნოთ პროდუქტის ავთენტურობის სტანდარტებს. 

იმისათვის, რომ დარწმუნდეთ პროდუქციის ავთენტურობაში, Muscletech-ს გააჩნია შემოწმების რამდენიმე ტიპი. ხოლო ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ თავად შეგიძლიათ პროდუქტის შემოწმება, რომლის მეშვეობითაც განსზაღვრავთ არის თუ არა ესა თუ ის საკვები დანამატი ორიგინალი.

მოდი განვიხილოთ, თუ შემოწმების რა სტანდარტებს გვთავაზობს Muscletech-ი. 

აპლიკაცია

muscletech-მა შექმნა თავისი აპლიკაცია,რომელსაც გააჩნია ოპტიკური ჩიპი. მისი გადმოწერა ყველა ადამიანს შეუძლია. იწერთ აპლიკაციას, ასკანირებთ სტიკერს ან ლოგოს(რომელიც განთავსებულია ტუბის თავზე) და ველოდებით ავთენტურობის დამადასტურებელ ინფორმაციას. აპლიკაცია ხელმისაწვმოდია როგორც android-ზე, ასევე Ios-ის სისტემაზე.

მნიშვნელოვანი დეტალი: Muscletech-ი თავის პროდუქტებზე იყენებს ორ სხვადასხვა ტიპის ეტიკეტს, შესაბამისად აპლიკაციის ორი ტიპი არსებობს. თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ ეტიკეტის შესაბამისი აპლიკაცია.(ნაჩვენებია სურათების მეშვეობით)

 

 

https://www.muscletech.com/pages/verify-app?fbclid=IwAR2TfNsSz9lkhlBpTvwSSwgnlvUnJyGEGLIxKr0H8GK67YI-EjmoUBFouyU (აპლიკაციის ლინკი)

 

საინფორმაციო ანკეტა

Muscletech-ის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ შემდეგ ინფორმაციას: ზოგიერთ ჩვენს მიერ შექმნილ პროდუქტს შესაძლოა არ ჰქონდეს ვერიფიკაციის ჰოლოგრამა.

იმისათვის, რომ ასეთ დროს თავად დარწმუნდეთ არის თუ არა პროდუქტი ორიგინალი, Muscletech-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ შეავსოთ საინფორმაციო ანკეტა: მიუთითებთ პროდუქტის დასახელებას, ტვირთავთ პროდუქტის ფოტოს, შეგყავთ პარტიის ნომერი და ვარგისიანობის ვადა, ამის შემდეგ ელოდებით დამადასტურებელ ინფორმაციას, რომელიც მოგივათ თქვენს მეილზე.

https://international.muscletech.com/verify/contact/?fbclid=IwAR0e3yDP2Wmo42zbmtsOp4QtssvbUmFWabn1xp28_m9Hv07M7vaGYldPZYM

დამატებითი ავთენტურობის ნიშნები

 

მკვეთრი გრაფიკული გამოსახულება

Muscletech-ის ორიგინალ საკვებ დანამატებს,უნდა ჰქონდეს თანმიმდევრული შაბლონები და მკვეთრი გრაფიკული გამოსახულება.

მართლწერა და ტიპოგრაფია

Muscletech-ის ფალსიფიცირებული პროდუქტების ფონტები,(შრიფტის დიზაინი)რომელიც დაბეჭდილია პროდუქტის ეტიკეტზე, როგორც წესი არ შეესაბამება ერთმანეთს. შრიფტი უნდა იყოს მკვეთრი ხაზებით და სწორი კიდეებით დაბოლოებული.

ფასი

თუ MuscleTech-ის პროდუქცია,სტანდარტულ ფასთან შედარებით ძალიან დაბალია, დიდი ალბათობით ასეთი პროდუქტი ფალსიფიცირებულია.

საქართველოში muscltech-ის ორგინალი საკვები დანამატების შეძენა შეგიძლიათ ვიტამინში, ზემოთ განხილული ყველა ავთენტურობის დაცვით.