როგორ გავიუმჯობესოთ მენტალური ჯანმრთელობა?

ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები მთლიანად აგებულია კოგნიტურ მანიპულაციებზე. ეს არის უნარები, რომლებიც საჭიროა ცოდნის მოპოვების, ინფორმაციის აღქმისა და მსჯელობისთვის. დაბადებისას ადამიანებს, ძირითად შემთხვევებში კოგნიტური ფუნქციონირების მაღალი ტევადობა აქვთ, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად თანდათანობითი მისი დაქვეითება ხდება.

ახალი ინფორმაციის შესანახად და აღსაქმელად ტვინი ეყრდნობა აცეტილქოლინს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული კავშირების ფორმირებაში. აცეტილქოლინი (ACh) არის ნეიროტრანსმიტერი, ქიმიური ნივთიერება, რომელიც აგზავნის შეტყობინებებს ტვინიდან სხეულში, ნერვული უჯრედების მეშვეობით. მას ასევე უწოდებენ ამგზნებ ნეიროტრანსმიტერს რაც ნიშნავს, რომ მას „აღელვებს“ ნერვული უჯრედის მდგომარეობა.

აცეტილქოლინი მზადდება ორი ნივთიერებისგან, ესენია: აცეტილის ჯგუფი (აცეტილ კოენზიმი A, რომელიც წარმოიქმნება შაქრის მოლეკულა გლუკოზადან) და ქოლინი, რომელსაც აწარმოებს ღვიძლი.

აცეტილქოლინი ასევე მონაწილეობს ორგანიზმის ბევრ მნიშვნელოვან ფუნქციაში. ის დიდ როლს თამაშობს კუნთების სინქრონულ და თავისუფალ მოძრაობაში. ნერვული უჯრედები ასტიმულირებენ კუნთოვან ქსოვილებს, რაც იწვევს მათ შეკუმშვას.

სამწუხაროდ ასაკთან ერთად, ამ ძირითადი ნეიროტრანსმიტერის წარმოება მცირდება, რაც ზღუდავს ტვინის უნარს შექმნას ახალი, ერთი შეხედვით მარტივი მოკლევადიანი მოგონებები. მაგალითად: შეიძლება ადამიანმა ადვილად გაიხსენოს ათწლეულების წინ მომხდარი მოვლენა, მაგრამ რთულად გაახსენდეს თუ სად გააჩერა მანქანა, ან სად დადო გასაღები.

მსგავსი პროცესების სრულად წარმართვა ჩვენზე არ არის დამოკიდებული. თუმცა, ჯანსაღი ცხოვრების წესის, აუცილებელი საკვები ნივთიერებების და სწორად შერჩეული საკვები დანამატების მეშვეობით თქვენ შეძლებთ, გააუმჯობესოთ და შეძლებისდაგვარად შეინარჩუნოთ გონებრივი შესაძლებლობები.

მოდი განვიხილოთ, თუ რომელი საკვები დანამატები დაგვეხმარება კოგნიტური ფუნქციების გაუმჯობესებაში.

Lions Mane Mushroom

 

სოკოს ერთ ერთი ყველაზე ცნობილი სახეობა, რომელსაც ასობით წელია იყენებენ განსაკუთრებით აზიის ქვეყნებში. (ცნობილია, რომ Lions Mane Mushroom-ს,  ბუდისტი ბერები იყენებენ, რადგან მათთვის ყურადღების და კონცეტრაციის ზრდა საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია.) Lions Mane Mushroom-ი,  ხელს უწყობს შემეცნებითი უნარების გაუმჯობესებას, რა დროსაც ქოლინის აქტივობის გაძლიერება ხდება. ამის შემდგომ კი ორგანიზმში, აცეტილქოლინის სინთეზი გაცილებით უკეთ მიმდინარეობს. Lions Mane Mushroom-ს, აძლიერებს ტვინის უჯრედებს, რაც ხელს უწყობს ნერვული ზრდის ფაქტორის სტაბილურობას. ეს პროცესი ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს წარმოიქმნება სპეციფიური ტიპის ცილა, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ნეირონების შენარჩუნებასა და რეგენერაციაში.

Bacopa

ბაკოპა არის მცენარე, რომელიც საკმაო ხანია გამოიყენება ტრადიციულ აიურვედულ მედიცინაში, ას დიდი სარგებელი მოაქვს მეხსიერებასა და ფოკუსირებაზე. ბაკოპაზე არაერთი კვლევა ჩატარდა, რის შემდგომაც დამტკიცდა, რომ ამ ძლიერ მცენარეში შემავალი ბაკოზიდური ნაერთები კვეთს ჰემატოენცეფალურ ბარიერს. ეს არის ფიზიოლოგიური მექანიზმი, რომელიც არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას სისხლში, ზურგის ტვინის არხის სითხესა და თავის ტვინს შორის. აგრეთვე ახორციელებს დამცველობით ფუნქციებს, კერძოდ კი, იგი ბლოკავს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში სისხლში შეყვანილი სხვადასხვა უცხო ნივთიერებების, აგრეთვე თვით ორგანიზმში წარმოქმნილ ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად სინთეზირებულ პროდუქტებს.

ბაკოპა აფერხებს აცეტილქოლინესტერაზას დაშლას. ეს არის ნეიროტრანსმიტერული ფერმენტი, რომელიც ხელს უწყობს აცეტილქოლინის დონის ამაღლებას.

ბაკოპა ზრდის ტვინში იმ ქიმიკატების წარმოებას, რომლებიც მონაწილეობენ აზროვნებაში, სწავლასა და მეხსიერების გაუმჯობესაბაში. მას ასევე შეუძლია დაიცვას ტვინის უჯრედები ალცჰეიმერის გამომწვევი ნივთიერებებისგან.

 

Lecitin

ლეციტინი არის ბუნებრივი ტიპის ცხიმოვანი ნაერთები. ლეციტინს ასევე უწოდებენ „ქოლინის წყაროს“, რადგან იგი აძლიერებს ტვინში ნეიროტრანსმიტერის და აცეტილქოლინის სინთეზს. ამის შედეგად ხდება ნერვული სისტემის სტიმულაცია, მეხსიერებისა და კონცენტრაციის უნარის გაუმჯობესება.

ლეციტინი დიდი რაოდენობით შეიცავს ფოსფატიდილქოლინს. ეს არის ფოსფოლიპიდი, რომელიც მიმაგრებულია ქოლინის ნაწილაკზე. ფოსფოლიპიდები შეიცავენ ისეთ ცხიმოვან მჟავებს, როგორებიცაა: გლიცეროლი და ფოსფორი.

მიუხედავად იმისა, რომ ფოსფატიდილქოლინი ლეციტინის ძირითადი კომპონენტია, არსებობს სხვა ღირებული ნაერთები, მათ შორის სხვა ფოსფატიდები, როგორიცაა ფოსფატიდილსერინი, ის ითვლება ტვინის ერთ-ერთ ძირითად ნაერთად, რომელიც ამცირებს სტრესს, აძლიერებს და აუმჯობესებს ადამიანის გუნება განწყობილებას.

ლეციტინის გამოყენება საკვები დანამატის სახით, ებრძვის დემენციის (ინტელექტის, მეხსიერებისა და პიროვნების გლობალური დაქვეითება, რომელიც მეტწილად ვლინდება ასაკიან ადამიანებში) განვითარებას.

 

B12

B12 წყალში ხსნადი საკვები ნივთიერებაა, ეს კი ნიშნავს, რომ სხეული მას არ ინახავს. იგი ყოველდღიურად დიდი რაოდენობით და გამოიყოფა შარდის სახით. B12- მონაწილეობს უმნიშვნელოვანეს სასიცოცხლო პროცესებში, როგორიცაა ენერგიის წარმოება და ნორმალური ნერვული ფუნქცია.

 B12 ხელს უწყობს ჰომოცისტეინის დაშლას და მის გადაქცევას იმ ნაერთებად, რომელიც ორგანიზმს ესაჭიროება. ჰომოცისტეინი არის ამინომჟავა, რომლის მაღალი დონე სხეულში ზრდის ანთებას და ოქსიდაციურ სტრესს, ეს არის მდგომარეობა, რა დროსაც ორგანიზმის ანტიოქსიდანტური დაცვა გადატვირთულია. ასეთ დროს, კი იმატებს რეაქტიული ჟანგბადის სახეობები, რომლებიც იწვევენ უჯრედულ დაზიანებას. ასე რომ თუ არ გაქვთ ყოველდღიურად აუცილებელი B12, ჰომოცისტეინი გროვდება სისხლში. მაღალი ჰომოცისტეინის შემცველობა პირდაპირ აისახება ადამიანის ყოველდღიურ ხასიათზე და უკიდურეს შემთხვევაში მის გონებრივ შესაძლებობების დაქვეითებაზე.