მწვანე ჩაი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ჯანსაღ სასმელად პლანეტაზე და აქვს ძალიან ბევრი, ჯანმრთელობის სარგებელი, რაზეც ამ სტატიაში ვისაუბრებთ.
შეიცავს მცენარეულ ანტიოქსიდანტურ ნაერთებს
მწვანე ჩაი შეიცავს პოლიფენოლს, რომელსაც კატეხინს უწოდებენ. კატექინები არის ანტიოქსიდანტები, რომლებიც ხელს უწყობენ უჯრედების დაზიანების თავიდან აცილებას და უზრუნველყოფენ სხვა ჯანმრთელობის სარგებელს.
მწვანე ჩაის ყველაზე ცნობილი და უხვი კატეხინი არის ეპიგალოკატექინ-3-გალატი (EGCG), რომელიც კვლევებმა აჩვენა, რომ ჩართულია ჯანმრთელობის სხვადასხვა მდგომარეობის ან დაავადების მარკერების გაუმჯობესებაში.
აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციებს და ხელს უწყობს ცხიმების წვას
კვლევებმა აჩვენა, რომ მწვანე ჩაის დალევა გავლენას ახდენს შემეცნებით უნარებზე, ასევე ხელს უწყობს განწყობის და ტვინის ფუნქციების გაუმჯობესებას. ეს ეფექტი განპირობებულია მწვანე ჩაის ნაერთების გამო. (კოფეინი და L-თეანინი.)
2020 წლის კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მწვანე ჩაის გამოყენების შემთხვევაში ასაკის მატებასთან დაკავშირებული კოგნიტური დაქვეითება გაცილებით ნელი ტემპით მიმდინარეობს.
2020 წლის კვლევამ აჩვენა, რომ მწვანე ჩაი ამცირებს ალცჰეიმერის გარკვეული მარკერებს, რომელიც იწვევს ტვინის ნაადრევ დაბერებას. ამაზე პასუხიმსგებელია მწვანე ჩაიში შემავალი ნაერთები, EGCG და L-theanine.
2022 წლის მიმოხილვამ დაადგინა, რომ მწვანე ჩაი დადებით გავლენას ახდენს მეტაბოლიზმის მუშაობაზე და აუმჯობესებს აერობული ან წინააღმდეგობის ტიპის ვარჯიშებს.
სისხლში შაქრის მართვა
2020 წლის მიმოხილვამ დაადგინა, რომ მწვანე ჩაი ხელს უწყობს სისხლში შაქრის შემცირებას.
ასევე 2021 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომრომ 10%-ით ნაკლებია მეორე ტიპის დიაბეტით სიკვდილი იმ ადამიანებში, ვინც მწვანე ჩაის ყოველდღიურად იყენებს.
გულის დაავადებების თავიდან აცილება
2022 წლის მიმოხილვა ვარაუდობს, რომ მწვანე ჩაის რეგულარული დალევა ამცირებს გულის დაავადებების მრავალ რისკ-ფაქტორს, როგორიცაა არტერიული წნევა ან ლიპიდები.
გარდა ამისა მწვანე ჩაის შეიძლება ჰქონდეს დამცავი ნაერთები კიბოსა და გულის დაავადებების წინააღმდეგ, რაც დაგეხმარებათ უფრო დიდხანს იცოცხლოთ.
იაპონური კვლევის სანდო წყარომ დაადგინა, რომ მათ, ვინც დღეში ხუთ ჭიქას ან მეტს სვამდა, ყველა მიზეზით სიკვდილის უფრო დაბალი შანსი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც საერთო არ სვამდა.