კრეალკანინი, ენერგიის და გამძლეობის ბუსტერი

Kre-Alkalyn არის კრეატინის pH კორექტირებული ფორმა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც "ბუფერული" კრეატინი. Kre-Alkalyn შეიქმნა ჩვეულებრივი კრეატინის მონოჰიდრატთან დაკავშირებული ერთ ერთი გვერდითი ეფექტის მოსაგვარებლად.(წყლის შეკავება, რომელიც ზოგიერთი ადამიანისთვის პრობლემას წარმოადგენს)

გარდა ამისა, კრეალკანინის შემთხვევაში კრეატინის ქვეპროდუქტის კრეატინინის გარდაქმნა უფრო სრულყოფილად მიმდინარეობს. ეს შედეგი  მიიღწევა ტუტე ფხვნილის დამატებით მხოლოდ “მიკრონიზებულ” კრეატინის მონოჰიდრატში, კონკრეტულად ნატრიუმის ბიკარბონატში, რომელიც უკეთესად არეგულირებს pH დონეს.

ჩვეულებრივი კრეატინის მონოჰიდრატში ტუტე ფხვნილის დამატებით, (სოდა, მაგნიუმის გლიცეროლ ფოსფატი, ბიკარბონატი), ის სტაბილიზებს მჟავიანობის დონეს 7-14 შორის, რაც მას უფრო ბიოშეღწევადს ხდის და აფერხებს კრეატინინის გარდაქმნის პროცესს.

 ამიტომ არის რომ კრეატინ მონოჰიდრატისგან განსხვავებით კრეალკანინი არ აკავებს წყალს, არ ახასიათებს შებერილობა და კრუნჩხვები.

ნატრიუმის ბიკარბონატი არის სხეულის ერთ-ერთი ბუნებრივი რძემჟავა ბუფერი. ნატრიუმის ბიკარბონატის დამატებით, თქვენ არა მხოლოდ ანეიტრალებთ ph-ს, არამედ კრეატინსაც ხდით უფრო ბიოხელმისაწვდომს. ეს მეთოდი გაცილებით აუმჯობესებს ვარჯიშის დროს გამძლეობას და აფერხებს კუნთების დაღლილობას.

ფარმაკოლოგიის საერთაშორისო ჟურნალში, გამოქვეყნებულ კვლევაში ჩატარდა სტაბილურობის ტესტირება იმის დასადგენად, თუ რომელია უკეთესი კრეატინინის გარდაქმნისთვის, კრეატინ მონოჰიდრატი თუ კრეალკანინი. კვლევებმა აჩვენა, რომ კრეალკანინს უკეთესი ეფექტი ქონდა ამ მხრივ. თუ გავითვალისწინებ ზემო აღნიშნულსაც, რომ მას ფაქტიურად არ ახასიათებს, წყლის შეკავება, შებერილობა და კუნთის კრუნჩხვები, რომელიც საკმაოდ დიდ დისკომფორტს წარმოადგენს სპორტსენებისთვის.

Kre-Alkalyn არის სამი განსხვავებული ამინომჟავის კომბინაცია: გლიცინი, არგინინი და მეთიონინი. როდესაც კრეატინი შედის თქვენს სხეულში, ის აკავშირებს ფოსფატის მოლეკულას, ზრდის ATP-ის რესურს (ადენოზინტრიფოსფატი), რომელიც არის ვარჯიშის დროს მთავარი ენერგიის წყარო.

Kre-Alkalyn-ის დამატება გაზრდის სხეულის უშუალო ენერგომომარაგებას, რაც ძალიან ეფექტიანია ვარჯიშის დროს გამძლეობის გასაუმჯობესებლად.

ამიტომ, კუნთების უჯრედებში მეტი Kre-Alkalyn-ის არსებობამ შეიძლება გამოიმუშაოს მეტი ATP-ის რესურსი, ინტენსიური ვარჯიშის დროს. ეს ყველაფერი თავის მხრივ კი ხელს შეუწყობს, გამძლეობის და კუნთოვანი მასის ზრდას.

Kre-Alkalyn-ის სარგებელი მოიცავს

ძალის გაუმჯობესებას

ვარჯიშის დროს მეტ გამეორებებს

გამძლეობის გაუმჯობესებას.

მჭლე კუნთოვანი მასის ზრდას

კიდევ რა განსხვავებებია Kre-Alkalyn-ს და კრეატინ მონოჰიდრატს შორის?

კრეატინის მონოჰიდრატი მეტი ეფექტიანობისთვის მოითხოვს ეგრეთწოდებულ ჩატვირთვის ფაზის გამოყენებას, რა დროსაც დღეში 4-5 ჯერ იღებთ 5გრამს დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში.

Kre-Alkalyn უფრო ბიოშეღწევადია და არ საჭიროებს ჩატვირთვის ფაზას. ორგანიზმს სჭირდება მხოლოდ 1,5-3გ კრე-ალკალინი დღეში, რაც მონოჰიდრატთან შედარებით საგრძნობლად ნაკლებია

კრეატინ მონოჰიდრატი მოითხოვს უფრო მეტს ციკლს, კონკრეტულად 1 კვირა ჩატვირთვას, 4-5 კვირას შენარჩუნებას და 1-2 კვირას დასვენებას. Kre-Alkalyn არ საჭიროებს ამ ყველაფერს.