რა განსხვავებაა თუთის ფორმებს შორის?

თუთია აუცილებელი მიკროელემენტია: ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედების ფუნქციონირებაში და ხელს უწყობს ორგანიზმში მიმდინარე მრავალ პროცესს.

დღესდღეისობით ხელმისაწვდომია თუთიის სხვადასხვა ფორმა. თუთიის შეწოვა შეიძლება განსხვავდებოდეს ფორმის მიხედვით: თუთიის ზოგიერთი ტიპი უფრო მეტად ბიოშეღწევადია, ანუ უკეთესად აითვისება, ვიდრე სხვები.

რატომ არის თუთია მნიშვნელოვანი ადამიანის ორგანიზმისთვის?

თუთია უმნიშვნელოვანესი მიკროელემენტია, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოთ რაციონიდან, რადგან თქვენს ორგანიზმს მისი დამოუკიდებლად გამომუშავება არ შეუძლია. სინამდვილეში, ის ადამიანის ორგანიზმში სიმრავლით მეორე მიკროელემენტია, რომელიც ყველა ქსოვილშია წარმოდგენილი.

ის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის, რადგან ის აუცილებელია უჯრედების ჯანსაღი დაყოფისთვის. თუთია მნიშვნელოვან როლს ასრულებს მრავალ ბიოქიმიურ გზაში, მათ შორის სხეულის ძირითადი სისტემების, როგორიცაა ცენტრალური ნერვული სისტემა, და იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში.

თუთია ასევე ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც ებრძვის ჟანგვით სტრესს. ის ხელს უწყობს ორგანიზმში ანთების კონტროლს და ჰომეოსტაზის შენარჩუნების (დაბრუნების) უნარს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თქვენს ორგანიზმს თუთია სჭირდება. თუთიით მდიდარი საკვების მიღება თუთიის ჯანსაღი დონის შენარჩუნების საუკეთესო გზაა, მაგრამ არც თუ ისე იშვიათია თუთიის დეფიციტის განვითარება, რამაც შეიძლება სერიოზული შედეგები გამოიწვიოს.

 

რა უნდა იცოდეთ თუთიის დეფიციტის შესახებ?

თუთიის დეფიციტი გავლენას ახდენს მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 17 პროცენტზე. ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც ადამიანი არ იღებს საკმარის საკვებს, რომელიც შეიცავს თუთიას ან უჭირს მინერალის შეწოვა საჭმლის მომნელებელი სისტემის ან ნაწლავების ჯანმრთელობის პრობლემების გამო.

თუთიის დეფიციტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია:

დასუსტებული იმუნიტეტი

დიარეა

ჭრილობების შენელებული შეხორცება

აკნე და გამონაყარი

ჰორმონალური პრობლემები

უნაყოფობა

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი

თმის ცვენა

წონის ცვლილებები

მადის ცვლილებები

კონცენტრაციის დაქვეითება

ნერვული დისფუნქცია

თუთიის სხვადასხვა ფორმა

ორგანიზმში თუთიის შეწოვის გასაუმჯობესებლად, ის ხშირად „ხელატირებულია“ ანუ უკავშირდება სხვა ნაერთს ან ამინომჟავას. ნაერთი, რომელსაც თუთია უკავშირდება, გავლენას ახდენს მის ბიოშეღწევადობასა და ეფექტურობაზე.

თუთიის გლუკონატი

ეს არის ყველაზე გავრცელებული ურეცეპტოდ გასაცემი თუთიის საკვებ დანამატი, ის დამზადებულია გლუკონის მჟავით, რომელიც ხშირად გვხვდება პერორალურ დანამატებში, ცხვირის თუთიის სპრეებში ან საწუწნი აბებში. მეტაანალიზი აჩვენებს, რომ თუთიის გლუკონატის საწუწნმა აბებმა შეძლეს გაციების ხანგრძლივობა 28 პროცენტით შეამციროს.

თუთიის პიკოლინატი

თუთიის მარილის ეს ხელატირებული ფორმა დამზადებულია პიკოლინის მჟავით და პოპულარულია პერორალური გამოყენებისთვის თუთიის დეფიციტის შესამსუბუქებლად. ერთი კვლევა, რომელიც ადარებს თუთიის პიკოლინატის, თუთიის ციტრატის და თუთიის გლუკონატის შეწოვას, აჩვენებს, რომ ამ ფორმებში მნიშვნელოვანი ცვლილება არ არის, მაგრამ პიკოლინატმა გააუმჯობესა თუთიის შეწოვა ადამიანებში.

თუთიის აცეტატი

თუთიის დანამატის ეს ტიპი დამზადებულია ლიმონმჟავით. თუთიის აცეტატი ხშირად ემატება გაციების სამკურნალო საშუალებებს, როგორიცაა ცხვირის სპრეი და საწუწნი აბები. მეტაანალიზმა აჩვენა, რომ თუთიის აცეტატის საწუწნი აბები შეიძლება უფრო ეფექტური იყოს, ვიდრე თუთიის გლუკონატის საწუწნი აბები გაციების ხანგრძლივობის შესამცირებლად.

თუთიის ოქსიდი

თუთიის ოქსიდი გამოიყენება შინაგანად და გარეგანად. პერორალურად, ცნობილია, რომ ის ნაკლებად ბიოშეღწევადია, ვიდრე თუთიის გლუკონატი. იგი გამოიყენება მზისგან დამცავ კრემებსა და ფორმულებში, რომლებიც განკუთვნილია კანის ისეთი პრობლემების გასაუმჯობესებლად, როგორიცაა გამონაყარი, ეგზემა და ფსორიაზი.

 

თუთიის სულფატი

ეს არის თუთიის მარილი, რომელიც ზოგჯერ გამოიყენება თვალის წვეთებში გაღიზიანების შესამსუბუქებლად. ის ასევე მიიღება პერორალურად ჭრილობების შეხორცების დასაჩქარებლად. თუმცა, მან შეიძლება გამოიწვიოს კუჭის გაღიზიანება, რადგან ის კონკურენციას უწევს კალციუმის ნაწლავებში შეწოვას.

რეკომენდებული დოზა

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ზრდასრულებისთვის თუთიის შემდეგი დიეტური მიღების რეკომენდაციას იძლევა:

14 წლის და უფროსი ასაკის მამაკაცები: 11 მილიგრამი დღეში

14-18 წლის ქალები: 9 მილიგრამი დღეში

19 წლის და უფროსი ასაკის ქალები: 8 მილიგრამი დღეში

ორსული და მეძუძური ქალები: 11-12 მილიგრამი დღეში

თუ თუთიის უფრო დიდ რაოდენობას იღებთ ან გჭირდებათ, აუცილებლად მიმართეთ თქვენს ჯანდაცვის პროვაიდერს პოტენციური გვერდითი ეფექტების შესახებ. ასევე, თუ თუთიის უფრო მაღალ დოზებს იღებთ, აუცილებლად მიიღეთ სპილენძის შემცველი დანამატიც, რათა თუთიის მიღების გაზრდით სპილენძი როგორც მინერალი არ შემცირდეს.